Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.11.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ნაკრები ისევ "ზესტაფონის" ბაზაზე შეიკრიბა

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო - მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის უმთავრესი გუნდი კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 13 ნოემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსს უმასპინძლებს.

 

ჩვენი კლუბის ინტერნეტ-გვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე ისევ იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული გუნდი ამ მატჩებისთვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ემზადება...

 

გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური facebook-გვერდის ვიდეო- და ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017