2017 წლის 30 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელებმა მორიგი მატჩი გამართეს - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ U15 ჭაბუკთა ტურნირის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველებმა ლანჩხუთის "გურიას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
მატჩი დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ, კანონზომიერი ფრეც დაფიქსირდა. ლანჩხუთელთა მიერ შეხვედრის პირველ ნახევარში გატანილ გოლს მასპინძლებმა 57-ე წუთზე დათო ფანჩულიძის მიერ შესრულებული ზუსტი თავური დარტყმით უპასუხეს - 1-1.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი თხუთმეტწლამდელები 7 ოქტომბერს გამართავენ - U15 ლიგის "სანუგეშო" ტურინირის დასავლეთის ზონის მეცხრე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი ბათუმს ესტუმრება, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება...