Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.07.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა მზადება დაიწყეს

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელები მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგაში" ასპარეზობს...

 

მიმდინარე ტურნირის დებულების მიხედვით, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა "" ჯგუფში იასპარეზა და ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", მარტვილის "მერანის", წყალტუბოს "სამგურალის", ტყიბულის "მეშახტისა" და "ჭიათურის" ჩვიდმეტწლამდელთა კოლექტივებთან პაექრობაში ჯგუფში პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა...

 

რაც შეეხება "ოქროს ლიგას", აქ ჩვენი ბიჭების გარდა ბათუმისა და თბილისის დინამოელები, ქობულეთის "შუქურა", ზუგდიდის "სფფ-ს აკადემია", "სამტრედია", თბილისის "ლოკომოტივი", "ავაზა", "35-ე საფეხბურთო სკოლა" და საფეხბურთო კლუბი "გაგრა" ასპარეზობენ. უნდა ითქვას, რომ ორი ტურის შემდეგ ზესტაფონელებს მოპოვებული აქვთ 4 ქულა და ისინი სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

იმერელი ჭაბუკები პირველ საწვრთნელ შეკრებას მშობლიურ ქალაქში გადიან და მნიშვნელოვანი მატჩებისათვის სრული პასუხისმგებლობით ემზადებიან. ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომლეიც "დავით აბაშიძეზე" მარგველთა მზადების შესახებ მოგვითხრობს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017