Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.12.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატი ციფრებში

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის "ოქროს ლიგა" სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ, ტრადიციისამებრ, ჩვენი საიტი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” U17 გუნდისა და ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

სულ, ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა 30 მატჩი ჩაატარა - 12 ჩემპიონატის პირველ (შესარჩევ) ეტაპზე და 18 "ოქროს ლიგად" წოდებულ ფინალურ ტურნირში. საბოლოოდ, იმერულმა გუნდმა ვერცხლის მედლების კომპლექტი და U17 შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონის საპატიო ტიტული მოიპოვა...

 

30 ჩატარებული შეხვედრიდან 24 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 3 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 3-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ამ ციფრებიდან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი გატანილი და გაშვებული ბურთების დადებითი ბალანსი - 105-30. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 75 ქულა.

 

რაც შეეხება ეროვნული პირველობის ეგიდით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების ოდენობით საუკეთესო შედეგს, 30-ვე მატჩში მიიღეს მონაწილეობა გიორგი გაჩეჩილაძემ და ნიკოლოზ მჭედლიძემ, 29-29-ჯერ მოირგეს "ზესტაფონის" მაისური გოგა არაბიძემ და შოთა შეყილაძემ, 28-28-ჯერ კი მოედანზე ბესო ფერაძე, ლუკა გოგოლაძე და გიორგი ხუჯაძე გავიდნენ...

 

სულ, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის 30 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 25 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 105 გოლი ზემოიმერული გუნდის 14 ფეხბურთელის ანგარიშზეა...

 

ჩემპიონატის მსვლელობისას ზემოიმერლებმა 35 ყვითელი მიიღეს და არც ერთი წითელი. ყველაზე შედეგიანად "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 85 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინეს, მცველებმა კი 12 გოლი გაიტანეს.

 

იმერული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 44 გატანილი გოლით შოთა შეყილაძე გახდა, 20-ჯერ დაამწაუხრა იმერელთა მეტოქეები ბესო ფერაძემ, 17 გოლი გოგა არაბიძის ანგარიშზეა, ხოლო მცველმა დავით გაბრიაძე 7-ჯერ მოახერხა ზესტაფონელთა მეტოქეთა კარის აღება...

 

 

 

 
2017 წლის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატში ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვით.

წით.

გიორგი გაჩეჩილაძე

30

3
-

-

ნიკოლოზ მჭედლიძე

30

2
-

-

გოგა არაბიძე

29

17

5

-

შოთა შეყილაძე

29

44

3

-

ბესო ფერაძე
28
20
6

-

ლუკა გოგოლაძე

28

-

-

-

გიორგი ხუჯაძე

28

1

3

-

მიხეილ სხილაძე

27

2

1

-

დავით გაბრიაძე

25

7

4

-

საბა სამხარაძე

24

-

3

-

ბექა აბჟანდაძე

23

-

3

-

გიორგი სამხარაძე

23

-

1

-

თემურ ბერაძე

22

1

3

-

 

ფეხბურთელი

თამაში

გოლი

ყვით.

წით.

შოთა ტოფაძე

19

-

2

-

მახარე მაცაბერიძე

19

-

-

-

ნიკოლოზ ჟღენტი

15

2

1

-

შოთა ფანცულაია

10

1

-

-

თენგული წითელაშვილი

6

-

-

-

გოგი ხოხიაშვილი

6

1

-

-

ანზორ ფერაძე

6

-

-

-

ვახტანგ ტალახაძე

4

3

-

-

ბერდია ფაღავა

3

-

-

-

რომან ქურცაძე

2

-

-

-

გიორგი კაპანაძე

2

1

-

-

ვაჟა ტაბატაძე

1

-

-

-

-

-

-

-

-

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017