Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.09.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" ისევ პირველია

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის U17 ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეშვიდე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ქობულეთის საფეხბურთო კლუბ "შუქურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.

 

დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ქობულეთელებთან დღევანდელ დაპირისპირებას ზესტაფონელთა გუნდი მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით შეეგება - ზუგდიდში გამართულ წინა მატჩში მიღებული ყვითელი ბარათების გამო "შუქურასთან" დაპირისპირება თავდასხმის ხაზის ერთბაშად ორმა წარმომადგენელმა ბესო ფერაძემ და გოგა არაბიძემ გამოტოვეს...

 

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-7 წუთზე ზესტაფონელთა მთავარმეგოლე შოთა შეყილაძემ თავის გუნდი დააწინაურა. თავის მხრივ, ასეთმა დასაწყისმა არც ქობულეთელები დააბნია და მე-11 წუთზე საბა ესელიძის ზუსტი ძლიერი დარტყმის შემდეგ ანგარიში ისევ გათანაბრდა.

 

თანაფარდობის აღდგენის შემდეგ მარგველებმა კიდევ უფრო უმატეს თამაშის ტემპს და მე-13 წუთზე "ზესტაფონის" კარგი შეტევა ნიკა ჟღენტმა ტექნიკური დარტყმით დააგვირგვინა. 27-ე წუთზე მასპინძელთა გოლკიპერმა ლუკა გოგოლაძემ მის გუნდის კარში დანიშნული 11-მეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო, 37-ე წუთზე კი შოთა შეყილაძემ თავის მორიგი გოლი გაიტანა - 3-1.

 

მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილში, კერძოდ 52-ე წუთზე, შოთა შეყილაძემ "ჰეთ-თრიკი" შეასრულა და თავის გუნდის უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა, მარგველთა დაცვისა და ნეხევარდაცვის ხაზის მოთამაშეები თამაშის მსვლელობას მშვიდად აკონტროლებდნენ და შედეგად, მატჩი ზეომიმერელთა კანონზომიერი გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა.

 

მორიგ შეხვედრას ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები 16 სექტემბერს გამართავენ - U17 "ოქროს ლიგის" მერვე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი თბილისს ესტუმრება, სადაც ადგილობრივი 35-ე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება...

 

 

11.09.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”შუქურა” (ქობულეთი) 4-1

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაჩეჩილაძე (ფანცულაია, 46), ტოფაძე, ხუჯაძე, ბერაძე, ს. სამხარაძე, მაცაბერიძე (გაბრიაძე, 41), გ. სამხარაძე (მჭედლიძე, 41), აბჟანდაძე (სხილაძე, 41), ჟღენტი (ქურცაძე, 61), შეყილაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017