23.07.2017
ჩვიდმეტწლამდელთა ზღვისპირული შეკრება
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდი საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 20 ივლისს გუნდი, 10-დღიანი საწვრთნელი შეკრების გასავლელად, ქობულეთში გაემგზავრა.
როგორც ჩვენი კლუბის თხუთმეწლამდელთა შემთხვევაში, U17 გუნდის ზღვისპირეთში გამგზავრება, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი მინდვრებით განებივრებულ ზესტაფონელებს ჩვეულთან შედარებით ნაკლები ხარისხის მინდვრებზე უწევთ მზადება, წლის ამ მონაკვეთში შავი ზღვის სანაპიროზე მყოფი გუნდების სიმრავლემ და სათამაშო პრაქტიკის მიღების პერსპექტივამ განაპირობა...
ქობულეთური შეკრების მიმდინარეობისას ზესტაფონელმა ჩვიდმეტწლამდელებმა 2 ამხანაგური მატჩის გამართვა მოასწრეს: 21 ივლისს გამართულ პირველ შეხვედრაში მათ ცხინვალის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" U17 გუნდი 3-0 დაამარცხეს (გოლები: შოთა შეყილაძე (2), ნიკოლოზ ჟღენტი); დღის მეორე შეხვედრაში კი ასაკით უფროსებს, თბილისის ღია ჩემპიონატში მოასპარეზე "იბერია-ლილოს" დაუზავდნენ - 3-3 (გოლები: შოთა შეყილაძე (3)).
ზღვისპირული შეკრება კიდევ 29 ივლისამდე გაგრძელდება. შეკრების მიმდინარეობისას კიდევ რამდენიმე სპარინგ-მატჩის გამართვაა დაგეგმილი...
|