Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

23.06.2017

თხუთმეტწლამდელთა წარმატება მეორე ეტაპის სტარტზე

 

2017 წლის 23 ივნისს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ტყიბულის "მეშახტეს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

22.06.2017

"ზესტაფონის" ფეხბურთელთა თანადგომა ოლიკოს

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდების ფეხბურთელებმა მოაწყვეს მცირე იმპროვიზირებული ფოტო- და ვიდეოსესია, რომლის მიზანიც ჩვენი კლუბის გულშემატკივრის, ოლიკო კობახიძეს თანადგომა და მხარდაჭერა გახლდათ ...

21.06.2017

ოლიკო, პირდაპირი ეთერი და "ზესტაფონის" მაისური

 

"ზესტაფონის" გულშემატკივარი ოლიკო კობახიძე ტელეკომპანია "იმედის" საცეკვაო პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე გახლავთ. "იმედის" პირდაპირ ეთერში გასულ ბოლო გადაცემაში ოლიკო ტელემაყურებლის წინაშე ისევ ჩვენი კლუბის მაისურით წარსდგა ...

20.06.2017

"ოქროს ლიგის" პირველი ტური

 

17- და 15-წლამდელებში "ოქროს ლიგის" 1 ტური გაიმართა. ორივე ასაკში ერთნაირი სისტემაა - 10 გუნდი ორ წრედ ითამაშებს ერთმანეთში, სულ 18 ტური გაიმართება და ასე დალაგდება საბოლოო ცხრილი. 17-წლამდელების პირველ ტურში არცერთ მასპინძელს არ მოუგია ...

19.06.2017

ისევ ბავშვების სამსახურში

 

18 ივნისს ჩვენი კლუბის ბაზაზე იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში, მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ ცენტრთან არსებული საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ლანჩხუთის "საფეხბურთო სკოლის" წარმომადგენლებს უმასპინძლა ...

18.06.2017

დღეს "ზესტაფონის" დაბადების დღეა!

 

„ზესტაფონს“ დაარსების დღიდან 13 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მცირე მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩვენი კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ წარმატებებზე მოგითხრობთ ...

17.06.2017

ჭაბუკები "ოქროს ლიგის" გათამაშებაში ჩაერთვნენ

 

2017 წლის 17 ივნისს გამართული მატჩით "ზესტაფონის" 17-წლამდელები ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" გათამაშებაში ჩაერთვნენ. პირველობის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები "გაგრას" წარმომადგენელ თანატოლებს ესტუმრნენ ...

15.06.2017

"ოქროს ლიგის" სტარტზე

 

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის გათამაშების პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა მოიპოვა თამაშის უფლება ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგაში", რომელშიც ქვეყნის 10 საუკეთესო კოლექტივი იასპარეზებს ...

14.06.2017

17-წლამდე "ოქროს ლიგა": ათეული შეიკრა

 

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის გათამაშებაში თავიდან 27 გუნდი მონაწილეობდა და 10 საუკეთესო დარჩა, რომლებიც ორ წრედ (18 ტური) ითამაშებენ და ასე გამოვლინდება კიდეც ჩემპიონი. შარშანდელივით, პლეი-ოფები აღარ იქნება. იმ ათ გუნდზე ქვემოთ მოგახსენებთ ...

12.06.2017

მორაგბეთა თასის მონაწილენი "ზესტაფონის" ბაზაზე

 

როგორც იცით, მიმდინარე წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩვენი ქვეყანა მორაგბეთა მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს. თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ამ ტურნირის მონაწილე ნაკრები გუნდები ემზადებიან ...

10.06.2017

ფრე მესამე ლიგის წარმომდგენლებთან

 

”ზესტაფონის” 17-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ორკვირიანი პაუზა უწევს, 10 ივნისს ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჩვიდმეტწლამდელებს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის წარმომადგენელი თერჯოლის "საპოვნელა" დაუპირისპირდა ...

08.06.2017

ოლიკო, პირდაპირი ეთერი და "ზესტაფონის" მაისური

 

როგორც იცით, "ზესტაფონის" ქომაგი ოლიკო კობახიძე ტელეკომპანია "იმედის" საცეკვაო პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე გახლავთ. "იმედის" პირდაპირ ეთერში გასულ ბოლო გადაცემაში ოლიკო ტელემაყურებლის წინაშე ჩვენი კლუბის მაისურით წარსდგა ...

07.06.2017

"დავით აბაშიძეზე" მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

ამ დღეებში ზესტაფონს სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფი სტუმრობდა. სამუშაო ვიზიტის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და "ზესტაფონის" ბაზის მინდვრებზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება გახლდათ...

06.06.2017

”ზესტაფონი” ულოცავს!

 

კლუბის პრეს-სამსახური დაბადების დღეს ულოცავს "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორს, ბატონ კორნელი კოკაიას, რომელსაც დღეს 58 წელი შეუსრულდა, კლუბის გენდირექტორის მოადგილეს, ბატონ ვასილ გველესიანს და კლუბის მენეჯერ ირაკლი მინაშვილს ...

05.06.2017

კახა კალაძე "ზესტაფონის" ბაზაზე

 

ეროვნული ნაკრები მორიგი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - 7 ივნისს თბილისში სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა, ხოლო 11 ივნისს კიშინიოვში მოლდოველებთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი გაიმართება ...

04.06.2017

ჭაბუკთა ტურნირის პირველი ეტაპი დასრულდა

 

2017 წლის 4 ივნისს "ზესტაფონის" 15- და 17-წლამდელთა გუნდებმა 2017 წლის პირველობის პირველი ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩები გამართეს. ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ შეხვედრებში მარგველები "სამტრედიის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

03.06.2017

თანადგომა ზესტაფონურად

 

2017 წლის 3 ივნისს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა - იმერეთის ღია პირველობის მატჩში საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს 13-წლამდელთა გუნდმა ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა...

02.06.2017

ეროვნული ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

ეროვნულმა ნაკრებმა 7 ივნისს სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან თბილისში გასამართი ამხანაგური შეხვედრისა და 11 ივნისს კიშინიოვში მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩისთვის მზადება დაიწყო ...

30.05.2017

ზესტაფონელებმა "ოქროს ლიგის" საგზური მოიპოვეს

 

30 მაისს "ზესტაფონის" 17-წლამდელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლოსწინა, მე-13 ტურის მატჩი გამართეს. თემურ მაღრაძის სახელობის ჭიათურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

27.05.2017

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

26 მაისს "ზესტაფონის" U17 გუნდმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის მორიგი, მეთორმეტე ტურის მატჩი გამართა. ზესტაფონელთა ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრაში მარგველები წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

25.05.2017

ოლიკო კობახიძის თანადგომა "ზესტაფონს"

 

ჩვენი გუნდის გულშემატკივარი, ტელეკომპანია "იმედის" საერთაშორისო საცეკვაო პროექტის, ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე ოლიკო კობახიძე თავის facebook-გვერდზე "ზესტაფონთან" დაკავშირებულ კომენტარს აქვეყნებს და მასში ჩვენს კლუბს თანადგომას უცხადებს ...

23.05.2017

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში (საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA)), წევრი ფედერაციების მმართველი სამსახურების ხელმძღვანელის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა ...

21.05.2017

"რეტროსპექტივა": ორგზის ჩემპიონები

 

დღეს ჩვენი საიტი ზუსტად 5 წლის წინ "ზესტაფონის" მიერ მოპოვებულ კიდევ ერთ ისტორიულ მიღწევაზე მოგითხრობთ - 2012 წლის 21 მაისს ზემოიმერულმა კლუბმა, ძალიან მძიმე სეზონის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა ...

19.05.2017

ამხანაგური მატჩი თერჯოლის "საპოვნელასთან"

 

”ზესტაფონის” 17-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ჩემპიონატში თითქმის ორკვირიანი პაუზა უწევს, 19 მაისს ამხანაგური შეხვედრა გამართა - მარგველ ჩვიდმეტწლამდელებს მესამე ლიგის წარმომადგენელი თერჯოლის "საპოვნელა" დაუპირისპირდა ...

16.05.2017

"რეტროსპექტივა": თასის გათამაშების ტრიუმფატორები...

 

დღეს ჩვენი საიტი 9 წლის წინ გამართულ ერთ მატჩზე მოგითხრობთ - 2008 წლის 16 მაისს ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩში ”ზესტაფონმა” თბილისის "ამერი” 2-1 დაამარცხა და საკუთარ ისტორიაში პირველად თასის მფლობელის ტიტულს დაეუფლა ...

14.05.2017

მარცხიანი ვიზიტი ქუთაისში

 

14 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 15- და 17-წლამდელთა გუნდებმა 2017 წლის პირველობის მორიგი მატჩები გამართეს. ქუთაისის ბაზაზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელები ადგილობრივი "ტორპედოს" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

12.05.2017

"ლელოს" პუბლიკაცია: "რისკის ამბავი"

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია, რომლის ავტორი საკლუბო ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ავკარგიანობაზე და ჩემპიონატში ინვესტორთა დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ...

10.05.2017

ასე იყო მხოლოდ წლების წინათ ... ზესტაფონში

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც "ზესტაფონის" ყოფილი მცველი, დღეს კი თბილისის "ლოკომოტივის" რიგებში მოასპარეზე გიორგი ხიდეშელი ამ რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ ერთ შეხვედრაზე და ზესტაფონთან დაკავშირებულ მოგონებებზე საუბრობს ...

08.05.2017

ჩვიდმეტწლამდელებმა "მეშახტეს" მეორედ სძლიეს

 

7 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის მორიგი მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ტყიბულის საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

07.05.2017

თხუთმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

7 მაისს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეშვიდე ტურის მატჩი ჩაატარა. წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

05.05.2017

თბილისის ზღვასთან მდებარე ბაზის ამბები

 

თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენს ბაზაზე უკვე ამოქმედებულია უმაღლესი ხარისხის ორი საფეხბურთო მოედანი. ბაზაზე უკვე დასრულებულია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და ახლა მისი ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს ...

02.05.2017

ჩვიდმეტწლამდელებმა მეორე წრე წარმატებით დაიწყეს

 

2 მაისს "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა 17-წლამდელთა ლიგის მორიგი მატჩი გამართა. მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "მერანის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

30.04.2017

ჯიმი, ჩვენ შენს გვერდით ვართ!

 

ს. კ. "ზესტაფონი" და ფან-კლუბი "ზესტაფონის" ქომაგ ჯიმი თავაძეს, რომელმაც 1 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 3 კიდური დაკარგა, სულის სიმტკიცეს, წარმატებებსა და საყვარელი გუნდის საქომაგოდ სტადიონზე მალე დამოუკიდებლად მოსვლას ვუსურვებთ ...

27.04.2017

პირველი წრის მაჟორული ფინიში

 

2017 წლის 27 აპრილს "ზესტაფონის" გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის მორიგი მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

24.04.2017

დასანანი ფრე სამტრედიაში

 

მიმდინარე წლის 23 აპრილს "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს ადგილობრივი "სამტრედიის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

21.04.2017

გარჯისა და მისი ნაყოფის შესახებ

 

მარტის შუა რიცხვებში ზესტაფონს სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სამუშაო ჯგუფი ესტუმრა. ვიზიტის მიზანი "დავით აბაშიძეზე" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზის მინდვრებზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება გახლდათ ...

18.04.2017

გამოხმაურება: "ყოჩაღი ლიდერი"

 

როგორც იცით, 15 აპრილს "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ პუბლიკაციას, რომელიც "სამგურალის" პრეს-სამსახურმა ამ მატჩს მიუძღვნა ...

15.04.2017

ჩვიდმეტწლამდელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

 

2017 წლის 15 აპრილს "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა საქართველოს წლის ჭაბუკთა ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მორიგი, მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა. წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

12.04.2017

"ლელოს" პუბლიკაცია: "იმედის ბიჭები"

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია, რომლის ავტორი, ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე, ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" არყოფნით გამოწვეულ პრობლემებზე და ჩვენი კლუბის მომავალზე საუბრობს ...

09.04.2017

სამი ქულა ტყიბულიდან

 

2017 წლის 8 აპრილს "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა 2017 წლის ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა. ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" დაუპირისპირდნენ ...

08.04.2017

თხუთმეტწლამდელთა პირველი გამარჯვება

 

8 აპრილს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა "ოქროს ლიგის" მორიგი, რიგით მეოთხე ტურის მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

06.04.2017

კონსენსუსი ზესტაფონურად ...

 

ამიერიდან ზესტაფონის "მარგვეთი 2006" მშობლიურ ქალაქში ითამაშებს. "ზესტაფონისა" და ამ კლუბის მენეჯმენტს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, "მარგვეთი" მატჩებს "ზესტაფონის" ბაზაზე ჩაატარებს. "ლელო" "მარგვეთისა" და "ზესტაფონის" წარმომადგენლებს ელაპარაკა ...

05.04.2017

მორაგბეთა სამადლობელი "ზესტაფონს"

 

გუშინ პირველი არხის ეთერში გავიდა გადაცემა  "სპორტი 360°", რომელსაც მორაგბეთა U20-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე და რაგბის კავშირისა და საქართველოში გასამართი რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის დირექტორი ბაჩო ხურციძე სტუმრობდნენ ...

02.04.2017

ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

2 აპრილს "ზესტაფონის" 17-წლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

01.04.2017

ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ კომპანია "სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ხუციშვილთან, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენს კლუბში ჯერ სპორტული, შემდეგ კი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უმუშავია ...

29.03.2017

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ რეგიონალური ტელეკომპანია ”არგოს” საინფორმაციო გადაცემა ”სპექტრში” მიმდინარე წლის 28 მარტს გასულ სიუჟეტს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" იმერეთში მდებარე ბაზაზეა გადაღებული და საინტერესო სიახლეებზე მოგვითხრობს...

27.03.2017

ნაკრები ისევ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 28 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა, გუშინ თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” თბილისურ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა ...

25.03.2017

თხუთმეტწლამდელთა ფრე ფავორიტთან შეხვედრაში

 

2017 წლის 25 მარტს "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ ...

24.03.2017

ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში "ზესტაფონის" ბაზაზე

 

დღეს, 24 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ მატჩს გამართავს - ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი თბილისის „დინამო არენაზე“ სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება ...

22.03.2017

"ლელოს" პუბლიკაცია აქტუალურ თემაზე

 

21 მარტს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია, რომლის ავტორი მერაბ მამულაშვილი ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ეროვნულ ჩემპიონატში კერძო ინვესტიციებისა და ინვესტორთა ნაკლებობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ...

21.03.2017

ეროვნული ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის მზადება დაიწყო - 24 მარტს გუნდი „დინამო არენაზე“ სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ამ მატჩისთვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე მოემზადება ...

20.03.2017

17-წლამდე ლიგა: მეტი ხალისი, მეტი არჩევანი

 

2017 წლის 19 მარტს ინტერნეტ-საიტ "მსოფლიო სპორტზე" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ილია ნანობაშვილის პუბლიკაცია, რომელიც საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგის გასულ უქმეებზე გამართული პირველი ტურის შეხვედრებზე მოგვითხრობს ...

18.03.2017

ჭაბუკები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ

 

2017 წლის 18 მარტს გამართული ორი მატჩით "ზესტაფონის" ჭაბუკები საქართველოს 2017 წლის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვნენ. სასტარტო შეხვედრებში ზესტაფონელთა 15- და 17-წლამდელთა გუნდებს მარტვილის "მერანის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ...

15.03.2017

ხელოვნურსაფარიანზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

"ზესტაფონის" მფლობელობაში არსებულ ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელიც სადღეისოდ, ზედიზედ 11-წლიანი ექსპლუატაციის შედეგად, ამორტიზირებულია და აქედან გამომდინარე, განახლებას საჭიროებს, სარემონტო ხასიათის სამუშაოები გრძელდება ...

13.03.2017

"დავით აბაშიძეზე" მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

ამ დღეებში ზესტაფონს სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფი სტუმრობს. სამუშაო ვიზიტის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და "ზესტაფონის" ბაზის მინდვრებზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება გახლავთ...

09.03.2017

სპარინგ-მატჩი რაჭველებთან

 

”ზესტაფონის” ჭაბუკთა გუნდები ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. 8 მარტს ზესტაფონელმა 17-წლამდელებმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართეს - საკუთარ ბაზაზე მარგველები ამბროლაურის "რაჭის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ ...

07.03.2017

ზესტაფონელთა მიმართვა

 

5 მარტს დავით აბაშიძის სახელობის  სტადიონზე გაიმართა XXIX ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო, პირველი ტურის შეხვედრა, რომელშიც საჩხერის „ჩიხურამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. ამ თამაშის დროს სტადიონზე მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი ...

04.03.2017

მორიგი სპარინგი ზესტაფონელთა ბაზაზე

 

”ზესტაფონის” ჭაბუკთა გუნდები ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. 3 მარტს ზესტაფონელებმა კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი გამართეს - საკუთარ ბაზაზე მარგველები "ჭიათურის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდს დაუპირისპირდნენ ...

02.03.2017

ამხანაგური მატჩი რეგიონლიგის წარმომადგენლებთან

 

”ზესტაფონის” 17-წლამდელები ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. 1 მარტს გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - მარგველ ჩვიდმეტწლამდელებს რეგიონალური ლიგის წარმომადგენელი ბაღდათის "საირმე" დაუპირისპირდა ...

28.02.2017

ჭაბუკთა "ოქროს ლიგის" კალენდარი

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ჭაბუკთა შორის საქართველოს "ოქროს ლიგის" მონაწილე კლუბებს დაუგზავნა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში (U-17 და U-15) მოასპარეზე ჭაბუკთა 2017 წლის ჩემპიონატის კალენდრის პროექტი ...

25.02.2017

ჩვიდმეტწლამდელთა პირველი სპარინგი

 

”ზესტაფონის” 17-წლამდელთა გუნდი ეროვნული ჩემპიონატის სტარტისათვის მზადებას შეუდგა. 24 თებერვალს ქუთაისის ბაზაზე გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა - ზესტაფონელთა მეტოქე ადგილობრივი ”ტორპედოს” წარმომადგენელი გუნდი გახლდათ ...

23.02.2017

ინსპექტირება "დავით აბაშიძეზე"

 

23 თებერვალს ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების წევრები - იმერეთში მათი სტუმრობის მიზანი "დავით აბაშიძეზე" არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობა და შეფასება გახლდათ ...

20.02.2017

"ზესტაფონს" ლონდონშიც იცნობენ

 

"ზესტაფონის" მიმართ სოლიდარობის აქციამ უამრავი ადამიანი გააერთიანა. თემა აქტუალურობას არც ლონდონში კარგავს - ასეთი შინაარსის ინფორმაცია შეგვიძლია აღმოვაჩინოთ იმერელთა ყოფილი ნახევარმცველისა და კაპიტნის, თორნიკე აფციაურის facebook-გვერდზე ...

17.02.2017

ამ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების ნება არ აქვთ!

 

"ზესტაფონის" წარმომადგენლებს სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე მოუსმინეს. პრობლემა აქტუალური, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა... როგორია ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული კონსულტაციებისა და აღმასკომზე დასწრების შემდეგ "ზესტაფონის" პოზიცია?

14.02.2017

"ზესტაფონის" თანადგომა მორაგბეებს

 

14 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 2017 წელს ახალგაზრდებს შორის საქართველოში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდული გაფორმდა ...

12.02.2017

ჭაბუკები მზადებას განაგრძობენ

 

"ზესტაფონის" 2000-2001 და 2002-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები საქართველოს ჩემპიონატის ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა ოქროს ლიგების მარტის თვეში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობენ ...

09.02.2017

მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!

 

ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც საუბარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე მიდის... ამასთან ერთად, "ლელომ" კომენტარისთვის იმერული კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელს მიმართა ...

08.02.2017

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

გუშინ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელ ჯაბა დვალთან, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მარგველთა ექს-კაპიტანი "ზესტაფონთან" დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს ...

06.02.2017

ტყუილ-მართალის ამბავი და "არგოს" სიუჟეტი

 

ამ დღეებში გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიკაცია, რომლებშიც სფფ-ს პრეზიდენტი "ზესტაფონის" ხელმძღვანელთათვის ეროვნული ჩემპიონატის "პრო-2"-ში ასპარეზობის შესახებ გაკეთებულ შემოთავაზებაზე და ამ წინადადებაზე იმერელთა მხრიდან გაჟღერებულ უარზე საუბრობს ...

03.02.2017

კობიაშვილი: "ზესტაფონს" პრო 2-ში თამაში შევთავაზეთ...

 

სპორტულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე საინტერესო პუბლიკაცია, რომლებშიც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩემპიონატში "ზესტაფონის" დაბრუნების მნიშვნელობაზე და სფფ-ს მიერ მათთვის "პრო-2"-ში ასპარეზობის შესახებ გაკეთებულ შემოთავაზებაზე საუბრობს ...

30.01.2017

ჭაბუკთა ჩემპიონატის დებულების პროექტი

 

28 იანვარს სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილებამ ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს დაუგზავნა ჭაბუკთა 2017 წლის ჩემპიონატის დებულების პროექტი. პროექტის მიხედვით, "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდი "ბ" ჯგუფში იასპარეზებს ...

26.01.2017

მარგველები ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოთა ცხრილში

 

უეფას ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა გამოქვეყნა. აღნიშნული ციფრები დათვლილია იმ დროიდან, როდესაც "ჩემპიონთა თასს" "ჩემპიონთა ლიგა" ეწოდა. ზესტაფონელი ქომაგისთვის კი სასიამოვნო კონტინენტის საუკეთესო კლუბებს შორის "ზესტაფონის" ხილვა გახლავთ ...

22.01.2017

"ზესტაფონის" ჭაბუკებმა მომზადება დაიწყეს

 

როგორც მოგეხსენებათ, გარდამავალ ჩემპიონატში "ზესტაფონს" 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი (მთ. მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) წარმოადგენდა. 21 იანვარს "ზესტაფონის" 17-წლამდელები საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას შეუდგნენ ...

18.01.2017

თანადგომა ვალენსიიდან

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერი აქცია სულ უფრო მეტ ადამიანს აერთიანებსს. ჩვენი კლუბის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება იმერული გუნდის ვალენსიაში მცხოვრებმა გულშემატკივარმა ზურაბ ხუჯაძემაც დააფიქსირა - მარგველთა თანადგომის ფოტო მან საკუთარ fb-გვერდზე განათავსა ...

15.01.2017

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” დაბადების დღეს ულოცავს ახლო წარსულში სფფ-ის პრეზიდენტს, დღესდღეობით კი ფიფასა და უეფაში სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მოღვაწე ბატონ ნოდარ ახალკაცს, რომელსაც 14 იანვარს 41 წელი შეუსრულდა!

12.01.2017

"ზესტაფონი" გაზეთ "ლელოს" ულოცავს!

 

2017 წლის 12 იანვარს გაზეთი "ლელო", რომელსაც სპორტული ცხოვრების მემატიანე ნამდვილად შეიძლება ეწოდოს, მე-15 000 ნომრის გამოსვლას ზეიმობს. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონი" ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი გაზეთის რედაქციას საიუბილეო ნომრის გამოსვლას ულოცავს ...

08.01.2017

"ლელოს" პუბლიკაცია: "რამ (ვინ) შეჭამა ვენახი?"

 

ამ რამდენიმე დღის წინ ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომლის ავტორიც ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ეროვნულ ჩემპიონატში კერძო ინვესტიციების ნაკლებობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ...

31.12.2016

"ზესტაფონი" ახალ წელს გილოცავთ!

 

31 დეკემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრა იმერული კლუბის გარშემო შექმნილ ვითარებასა და "ზესტაფანების" სამომავლო გეგმების შეთანხმებას მიეძღვნა ...

29.12.2016

ქუთაისელი ქომაგის მხარდამჭერი განცხადება

 

დღეს გავრცელდა ქუთაისელ ოფიციალური ფანკლუბი "ჯუნგლების" განცხადება, რომლითაც ქუთათურები ზესტაფონელ ქომაგს სოლიდარობას უცხადებენ და მიმართავენ სფფ-ს, რათა მან შეაფასოს უმაღლესი ლიგიდან "ზესტაფონის" მოკვეთის სამართლებრივი შესაბამისობის საკითხი ...

28.12.2016

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივა

 

გუშინ, 27 დეკემბერს, სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ აბაიშვილის წერილი, რომელშიც მისი ავტორი "ზესტაფონის" საკითხის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივას აჟღერებს ...

27.12.2016

"ლელოს" პუბლიკაცია

 

სფფ-ის პრეზიდენტმა "ზესტაფონის" ქომაგთა პეტიციას წერილით უპასუხა... იმერული კლუბის ქომაგები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან წინა მმართველების მიერ კლუბთან დაკავშირებული ვერდიქტის შეფასებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ ...

25.12.2016

"ჩიბოს თასი-2016" და თანადგომა "ზესტაფონს"

 

დღეს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა ფეხბურთის მოყვარულთა შორის უკვე ტრადიციულად ქცეულ თასის გათამაშებას, რომელიც 2015 წლიდან ქუთაისის "ტორპედოს" ტრაგიკულად დაღუპული თანამშრომლის აკაკი ჩიბურდანიძის სახელს ატარებს ...

22.12.2016

"ზესტაფონი" ჭაბუკთა მიღებას აცხადებს

 

როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა წელს საქართველოს U-17 ჩემპიონატში იასპარეზა. მომავალ სეზონში კი ჩვენი კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივ ტურნირში (U-17 და U-15) გეგმავს მონაწილეობის მიღებას ...

19.12.2016

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოხმაურება

 

გუშინ facebook-ში გავრცელდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, მიხეილ აბაიშვილის წერილი, რომელშიც წერილის ავტორი მოუწოდებს სფფ-ის იხმაროს ყველა ღონე, რათა ფეხბურთმა არ დაკარგოს ისეთი ინვესტორი, როგორიცაა ილია კოკაია ...

17.12.2016

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

"ზესტაფონის" გულშემატკივრებმა ქართული სპორტისა და სახელმწიფოს მესვეურებს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც სამართლიანობის აღდგენასა და საყვარელი კლუბის ქართულ საფეხბურთო სივრცეში დაბრუნებას ითხოვენ... "ლელო" "ზესტაფონის მფლობელ ილია კოკაიას გაესაუბრა ...

15.12.2016

სერბეთიდან კიდევ ერთხელ მიღებული თანადგომა

 

ჩვენი კლუბის მხარდამჭერ აქციას კიდევ ერთხელ ეხმიანება იგორ იელიჩი - ახლო წარსულში ზესტაფონელთა ნახევარმცველი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერას უცხადებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მალე დაბრუნებას უსურვებს ...

14.12.2016

"ლელოს" გამოხმაურება

 

"ზესტაფონის" ქომაგებმა წერილი გაუგზავნეს იმ ადრესატებს, ფეხბურთში და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი რამის გადაწყვეტა რომ ხელეწიფებათ. წერილს თან ახლავს ათასზე მეტი ხელმოწერა. პირადად მე ასეთი მასშტაბური პეტიცია ქართულ ფეხბურთში არ მახსენდება ...

12.12.2016

"ზესტაფონის" გულშემატკივართა მიმართვა

 

შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული "ზესტაფონის" პირველი გუნდი არცერთ ტურნირში არ მონაწილეობს. სფფ-ის ყოფილმა ხელმძღვანელობამ იმერული კლუბი უმაღლესი ლიგიდან მოკვეთა, მას შემდეგ კი დრო გადის და ზესტაფონელები ელიან, რომ ფედერაციის ...

10.12.2016

დათოვლილი სტადიონის ამბავი

 

10 დეკემბერს ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს ფინალი გაიმართება. შეხვედრა ბათუმისა და თბილისის „დინამოებს“ შორის გორში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბოლო დღეების დიდთოვლობამ გეგმები შეცვალა. ანალოგიური მდგომარეობაა ზესტაფონის არენაზეც ...

08.12.2016

"ლელოს" პუბლიკაცია: "ოთხშაბათის საკითხავი"

 

ამ რამდენიმე დღის წინ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც ავტორი ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" არყოფნით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ...

06.12.2016

ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალები

 

5 დეკემბერს "დავით აბაშიძეზე" ცხრამეტწლამდელთა ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველ მატჩში ერთმანეთს „ზუგდიდისა“ და „საბურთალოს“ გუნდები, ხოლო მეორეში თბილისის „დინამო“ და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ...

05.12.2016

ჩვენთვის ეს არის ღირსების საკითხი

 

4 დეკემბერს "დავით აბაშიძეზე" ხალხმრავლობა იყო. "ზესტაფონის" ქომაგები საყვარელი კლუბის მომავალზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. მოგეხსენებათ, თავის დროზე, სფფ-ს წინი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,  "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა ...

02.12.2016

ზამთარი, სიცივე და "ზესტაფონის" მინდვრები

 

ბოლო პერიოდში ხშირად გაისმის საუბრები ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო მინდვრების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით. რას აღარ უკავშირებენ ამ პრობლემას... ჩვენ კი "ზესტაფონის" საკუთრებაში არსებულ მინდვრებზე მოგითხრობთ ...

30.11.2016

თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობის ამბები

 

როგორც იცით, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე სადღეისოდ უკვე ამოქმედებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის ორი საფეხბურთო მოედანი. დღესდღეობით კი ბაზაზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ...

27.11.2016

ლევან კობიაშვილის სამადლობელი წერილი

 

26 ნოემბერს "ზესტაფონმა" მიიღო წერილი, რომელშიც წერილის ავტორი, ლევან კობიაშვილი გულითად მადლობას უხდის ჩვენი კლუბის მფლობელ ილია კოკაიასა და "ზესტაფონის" ყველა წევრს იმ შრომისათვის, რომელიც თასის ფინალური შეხვედრის ორგანიზებისთვის იქნა გაწეული ...

25.11.2016

ზესტაფონში გამართული ფინალის გამოძახილი

 

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული თასის ფინალური შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინ გაიმართა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით მატჩი კარგად შეიფუთა და კარგი სანახავიც გამოდგა ...

23.11.2016

საფეხბურთო ზეიმად ქცეული თასის ფინალი

 

2016 წლის 22 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 2016 წლის (საშემოდგომო) გათამაშების ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მარტვილის "მერანი" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ ...

20.11.2016

პირველი ფრე და საპატიო მესამე ადგილი

 

2016 წლის 20 ნოემბერს "ზესტაფონის"17-წლამდელებმა მიმდინარე ჩემპიონატის დასკვნითი, XIV-ე ტურის შეხვედრა გამართეს - ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლებს უმასპინძლეს ...

18.11.2016

"დავით აბაშიძე" თასის ფინალისთვის ემზადება

 

როგორც იცით, სფფ-ის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის 2016 წლის (საშემოდგომო) გათამაშების ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს ...

17.11.2016

“Global Standard Builder”-ის წარმომადგენელთა ვიზიტი

 

2016 წლის 17 ნოემბერს ქალაქ ზესტაფონს სამუშაო ვიზიტით სამშენებლო კომპანია “Global Standard Builder”-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ... ვიზიტის მსვლელობისას სტუმრები ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") სტადიონზე არსებულ ვითარებას გაეცნენ ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2017