Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.12.2017

 

 

 

 

 

 

 

 

თექვსმეტწლამდელთა სპარინგი გორელებთან

 

 

 

 

 

ჩვენი კლუბის თექვსმეტწლამდელები ჭაბუკთა შორის საქართველოს მომავალი, 2018 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას განაგრძობენ. მიმდინარე წლის 17 დეკემბერს U16 გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჭაბუკებს საფეხბურთო კლუბ "გორის" წარმომადგენელი 2001-წლიანები დაუპირისპირდნენ.

 

გორელებთან შეხვედრაში ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა გურამ მაზმიშვილმა, რომელსაც ჩვიდმეტწლამდე ჭაბუკთა კოლექტივის საგაისო შემადგენლობის ფორმირებაზე ზრუნვა აქედანვე უწევს, თავის გამოჩენის საშუალება 2001, 2002 და 2003 წლებში დაბადებულებსა და გასინჯვაზე მყოფ ფეხბურთელებს მისცა.

 

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლით თავი ბესო ფერაძემ გამოიჩინა...

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017