2017 წლის 22 ივნისს ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა "სპორტი იმედზე" დიმა ობოლაძესთან ერთად, რომელსაც მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი გია ნიჟარაძე და რაგბის კავშირის წარმომადგენელი, ცნობილი ჟურნალისტი ნიაზ მამრიკიშვილი სტუმრობდნენ.
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, დღესდღეობით კი მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრმა გია ნიჟარაძემ საქართველოში წარმატებით ჩატარებული და ახლახან დასრულებული 20-წლამდე რაგბისტთა 2017 წლის მსოფლიო თასის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ბევრ სხვა საინტერესო საკითხთან ერთად, ამ საქმეში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" მიერ შეტანილ წვლილზეც ისაუბრა და ჩვენი კლუბის მფლობელ ბატონ ილია კოკაიას და კლუბის გენერალურ დირექტორ ბატონ კორნელი კოკაიას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩვენ კი გუშინწინდელი გადაცემის იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად ჩვენი კლუბის გულშემატკივარს დააინტერესებს...