26.09.2017
"ზესტაფონი" ბავშვების სამსახურში
გასულ შაბათს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში "ქუთაისის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.
როგორც აქამდეც ვიუწყებოდით, ეს ტურნირი, რომელსაც გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარისა და გურიის მხარეების წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...
როგორც იცით, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების გათვალისწინებით, "ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდისათვის (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე), ზემოთნახსენები ტურნირის მატჩების ჩასატარებლად, ჩვენი საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი სათამაშო მოედნის უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე...
პატარა ზესტაფონელებმა ჩვენს ბაზაზე უკვე მეოთხე მატჩი გამართეს - ნორჩ ქუთაისელებთან შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2-1 დასრულდა...
|