12.11.2017
მილანის "ინტერის" საზაფხულო სკოლა და "ზესტაფონის" ბაზა
როგორც მოგეხსენებათ, იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდი, მილანის „ინტერი“ დამწყებ ფეხბურთელების სელექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს - ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. მომავალ წელს, იტალიელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში, დიდი ალბათობით, საქართველოც იქნება.
ამ რამდენიმე დღის წინ თბილისს, ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ მიწვევით, მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი ეწვია და თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა მოინახულა. ის აცხადებს, რომ „თავისუფალი ფეხბურთის“ წინადადება მოსწონს და „ინტერის“ საზაფხულო სკოლის საქართველოში დაფუძნება რეალური საქმეა...
თავის მხრივ, ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საზაფხულო საფეხბურთო სკოლის თბილისში ჩამოყალიბების შესახებ უკვე ფაქტობრუვად მიღებულია...
|