Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.01.2018

 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" მზადაა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ითამაშოს. კლუბის ხელმძღვანელობამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილით უკვე მიმართა. "ზესტაფონი" პასუხს ელის და ახალი სეზონისთვის მშობლიურ "დავით აბაშიძეზე" ემზადება...

"ჩვენი გუნდი, მხედველობაში მყავს 2000 წელს დაბადებულთა გუნდი, რომელმაც წარმატებით ითამაშა ჩვიდმეტწლამდელთა შარშანდელ პირველობაზე და ვერცხლის მედლებიც მოიპოვა, წესით 19-წლამდელთა ტურნირში უნდა ჩაბმულიყო. ამის შესახებ შეთავაზება უკვე მიღებულია...

 

სიტუაცია ავწონ-დავწონეთ და მივიჩნიეთ, რომ როგორც კლუბისთვის, ისე თავად ფეხბურთელებისთვის უფროსებს შორის ეროვნულ ჩემპიონატში ჩართვა სწორი გადაწყვეტილებაა. სადღეისოდ, გუნდის კონდიციების გათვალისწინებით, ყველაზე საინტერესო რეგიონულ ლიგაში თამაში იქნება.

 

იცით, რომ რეგიონული ლიგა თითქმის მთლიანადაა დაკომპლექტებული. ასე პირდაპირ იქ გუნდის ჩასმა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ გამონაკლისის სახით ამ გადაწყვეტილების თაობაზე უკვე მივმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

 

როგორც იცით, ამ ტურნირში 40 კლუბი მონაწილეობს, მაგრამ მოხდა ისე, რომ თბილისის "ლოკომოტივის" მეორე გუნდმა უარი განაცხადა ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

 

შესაბამისად, გამოთავისუფლდა ვაკანტური ადგილი. ჩვენი მხრივ, გვაქვს მზაობა, რომ კერძო სექტორიდან მოზიდულ იქნას ინვესტიციები ამ პროექტისთვის და ვფიქრობთ, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებასაც მოვახერხებთ", - ამბობს "ზესტაფონის" მენეჯერი სერგო ფუტკარაძე.

 

ალეკო კაკაურიძე, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018