Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.01.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ნოდარ ახალკაცი ”ზესტაფონის” შესახებ

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 24 იანვარს ინტერნეტგაზეთ "სარბიელში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან, დღესდღეობით კი ფიფას წევრი ფედერაციების მმართველი სამსახურების ხელმძღვანელ ბატონ ნოდარ ახალკაცთან. რესპონდენტმა ძალიან ბევრ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

ჩვენ კი ამ ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც განსაკუთრებით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივარს დააინტერესებს:

 

"– ფედერაციის პრეზიდენტი ახალკაცი იყო „ზესტაფონის“ ქომაგი, ერთ-ერთ თამაშზე „ზესტაფონის“ სიმბოლოიანი კაშნეც კი ეკეთა – ზოგიერთი გულშემატკივრის მეხსიერებაში ასეთად რჩებით…
– იმასაც ამბობენ, თითქოს გულშემატკივარს შევპირდი, საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებდა. სინამდვილეში კი ვთქვი, რომ ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებდი და ვფიქრობ, საამისოდ თავი არ დამიზოგავს. რაც შეეხება კაშნეს, ეს საქართველოს თასის ფინალზე იყო, როცა „ზესტაფონი“ თბილისის „ლოკომოტივს“ ხვდებოდა. მაშინ ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი და კანდიდატად წარდგენილი ვიყავი „ზესტაფონის“ მიერ, მეც ღიად ვაფიქსირებდი ჩემს სიმპათიებს ამ გუნდის  მიმართ, ხოლო მას შემდეგ, რაც ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, ჩემთვის ყველა ქართული კლუბი ერთი იყო.


– თქვენი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მეტწილად „ზესტაფონის“ ფეხბურთელები თამაშობდნენ, თითქოს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს გუნდი იყო გზა ასაკობრივი ნაკრებებისკენ…
– ეს ფეხბურთელები ჯერ სხვადასხვა კლუბებიდან მოდიოდნენ ნაკრებ გუნდებში და მერე ხვდებოდნენ „ზესტაფონში“. ეს კლუბი ცდილობდა თავი მოეყარა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობ, ამაში დასაძრახი არაფერია"...

 

 

ფოტოზე: ბატონი ნოდარ ახალკაცი ქუვეითის ემირთან შეხვედრისას
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018