03.01.2018
რას ფიქრობს ხალხი?
ამ ბოლო დღეებში ფეხბურთის მოყვარულთა შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის 27 დეკემბრის ჩაშლილი სხდომის თემამ და ზოგადად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილი ვითარების საკითხმა.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერნეტგვერდი გთავაზობთ სოციალურ ქსელებში (facebook.com და forum.ge) გამოქვეყნებულ კომენტარებს, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენი კლუბის გულშემატკივრებს ეკუთვნის. არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული არც ზოგადად ქართული სპორტის მოყვარულთა და მითუმეტეს, ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა გამოხმაურებები, რომლებიც "ზესტაფონის" თემა მიეძღვნა და რომლებსაც ჩვენ ქვემოთ გთავაზობთ:
Kote Bochorishvili: "ვერ დავინახე კობის სიტყვებში მზაობა "ზესტაფონის" დაბრუნებისა... რომ დამენახა, ამ წერილს არ დავწერდი... რაც შეეხება ილია კოკაიასთან მოლაპარაკებას, ჩვენ მოლაპარაკებული ვართ უკვე და ვიცით მისი მზაობის შესახებ!!!"
გოგა სებისკვერაძე: "მოგესალმებით ბატონებო! ჩვენ, ზესტას ფანებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შემადგენლობა ფედერაციაში მოსულიყო. გვეგონა განათდებოდა ცა და ქართული ფეხბურთი, მაგრამ მოვტყუვდით სამწუხაროდ. სამარცხვინოა კობიაშვილიც და უფრო სამარცხვინოა მუჯირი, რომელიც ჩვენი გუნდის ფეხბურთელიც იყო და მწვრთნელიც..."
Otari Maglakelidze: "ერთი რამე ვერ გავიგე - აღმასკომის სხდომა იყო თუ "სხოდკა"? "არ მოვიდა, ბრატ, არ გვებაზრა და ამიტომ ვერაფერსაც ვერ მიიღებსო" დაახლოებით ეს და ასე გვითხრა კობიაშვილმა".
Tamaz Gvalia: "ნუ, ცა ჯერ ვერა, მაგრამ ფედერაცია გააბრდღიალეს ცისარტყელას ფერებში... ამაზეა ნათქვამი – ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთო".
Nika Abesadze: "კობიაშვილი არის კაცი, რომელმაც მოგვატყუა ისე, რომ ვერც გავიგეთ... ჩვენი ბრალია, დარწმუნებული ვარ, არველაძე რო მოსულიყო, უმაღლეს ლიგაში გვეყოლებოდა გუნდი... ამათ ველოდეთ და ეხლა შედეგიც სახეზეაა..."
Besiki QarTveli: "მიუხედავათ იმისა რომ კოკაიას არ მისვლა არ მიმაჩნია სწორად, ფედერაციის პოზიცია საერთოდ ცდება კანონიერების ფარგლებს და კლანურ-მაფიოზური დაჯგუფების მოქმედებას უფრო გავს, ვიდრე რაიმე დაწესებულებისას, რომელსაც კანონები უნდა მართავდეს..."
akhala: "ახლა შეიძლება "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა თქვან, რომ კოკაია რომც მისულიყო, მაინც არ შეიცვლებოდა არაფერი და "ზესტაფონს" მაინც არ დაუშვებდნენო. თუმცა ასეთ დროს მარტო იმიტომ უნდა მისულიყო, რომ ფედერაციისთვის არ უნდა მიეცა საბაბი ასე ილაპარაკოს კოკაიაზე და "გააპრავოს" "ზესტაფონის" არ დაშვება იმით, რომ კოკაია არ მივიდა და არ აინტერესებს..."
ramazi-rugby: "რა შუაშია კოკაიას არმისვლა აღმასკომზე? ქუჩური გარჩევაა და ავტორიტეტი ბიჭი დაიბარეს სხოდკაზე? კლუბის ოფიციალური დასტური იყო? იყო! იკითხეთ, ვინმე იურისტი არ გყავთ ნაცნობი? ფედერაცია კი არა, კანტორაა... "
mcenare-99: "დიახ, უნდა შეეხვეწო ინვესტორს და კომპრომისზეც უნდა წავიდეს ორივე მხარე. ბევრი კერძო ინვესტორი იცით ქართულ ფეხბურთში? რამდენი კლუბი იცი "ზესტაფონის" ნაირი ინფრასტრუქტურით საქართველოში? დინამო თბილისი? მეტი არ მახსენდება..."
ELguja90: "უნდა მისულიყო და არ გაეხადა სალაპარაკო. მარა მეორეს მხრივ - მოგვწონს თუ არ მოგვწონს ფაქტია, რომ ფულს არ დებს არავინ ფეხბურთში და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. არ ვიცი, სად იყო კოკაია მაგ დროს, მარა ფედერაციაში კი არ უნდა დაიბარო ეგეთი ხალხი, იქით უნდა სდიო, ეგება გუნდი გააკეთო-თქო. თორემ მოვა აგერ ზაფხული და კიდე ერთხელ ვნახავთ, რა დღეშიცაა ქართული ფეხბურთი..."
imereti: "მარტო ფონდის ფულით იარსებებდა გუნდი და თითო მოგებაზე კიდევ დამატებითი შემოსავალია, მაგრამ... მაგრამ მე-11 გუნდია და ეგ ფული ფონდს არ აქვს გაწერილი და "მაგის თამაში" მიდის ზუსტად... დაწერეს ეგ ზემოთაც და იგივეს ვფიქრობ მეც ... უბრალოდ 700.000 ვერ გადაიხდიდა ფონდი, კოკაია მოითხოვდა მაგ ფულს, რომ მარტო თავისი არ დაეხარჯა... სულ ეს არის..."
ვალენსია: "ამ მუქთამჭამელი კლუბების ხელმძღვანელების ფონზე მინდოდა "ზესტაფონის" დაბრუნება, მეთქი, კაცი მოვა, ფულს დახარჯავს და სხვებიც მიბაძავენ... 2017 წლის სეზონი იყო კლუბების მუქთახორა დირექტორების ჩემპიონატი, სხვა არაფერი..."
|