მიმდინარე წლის 14 ნოემბერს რადიო "ჯაკოს" პირდაპირ ეთერში გავიდა ჟურნალისტ ნანა ჩოკორაიას საავტორო გადაცემა "ღია მიკროფონი", რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაბრუნების ამ ბოლო ხანს გააქტუალურებულ საკითხს მიეძღვნა.
გადაცემა "ღია მიკროფონის" სტუდიას იმერული კლუბის გულშემატკივრები ნიკა ქავთარაძე და დიმა ნებიერიძე სტუმრობდნენ, გადაცემის მსვლელობისას კი პირდაპირ ეთერში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მენეჯერი სერგო ფუტკარაძეც ჩაერთო.
ჩვენ კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერნეტ-გვერდის მომხმარებელს გუშინდელი გადაცემის ვიდეოჩანაწერს ვთავაზობთ...