Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.07.2017

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელებმა მზადება დაიწყეს

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდი საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მზადება ქობულეთში, 10-დღიანი საწვრთნელი შეკრებით დაიწყო.

 

ზღვისპირეთში გამგზავრება წლის ამ მონაკვეთში შავი ზღვის სანაპიროზე მყოფი გუნდების სიმრავლემ და სათამაშო პრაქტიკის მიღების პერსპექტივამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი მინდვრებით განებივრებულ ზესტაფონელებს ჩვეულთან შედარებით ნაკლები ხარისხის მინდვრებზე უწევთ მზადება, ამ ეტაპზე პრიორიტეტულად გუნდის წევრთა ერთ კოლექტივად ჩამოყალიბებისა და მათი შეთამაშების საკითხი იქნა მიჩნეული...

 

ქობულეთური შეკრების მიმდინარეობისას ზესტაფონელმა თხუთმეტწლამდელებმა 3 ამხანაგური მატჩის გამართვა მოასწრეს; პირველ შეხვედრაში მათ თბილისის საფეხბურთო სკოლა"ოპიზას" U15 გუნდი ანგარიშით 4-3 დაამარცხეს (გოლები: ამირან სოფრომაძე (2), ბადრი ღონღაძე, გიორგი თვალაბეიშვილი); გუშინ ანგარიშით 4-0 მოუგეს თბილისის საფეხბურთო სკოლა"Winners"-ის წარმომადგენელ თანატოლებს (გოლები: ნიკა ჭანტურიძემ, დავით ფანჩულიძემ (2), დავით კვეტენაძე); დღეს კი არც "საგარეჯოს" 16-წლამდელთა გუნდი დაინდეს - 5-0 (გოლები: დავით ფანჩულიძე, ვიტალი მახარაძე, ნიკა ჭანტურიძემ (2), გიორგი აბრამიშვილი).

 

ზღვისპირული შეკრება კიდევ 4 დღე გაგრძელდება და უკვე ზესტაფონში დაგეგმილი სპარინგ-მატჩით დასრულდება - 10 ივლისს, 18:00 საათზე, ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზა მარგველ ჭაბუკთა და ვეტერანი ზესტაფონელი ფეხბურთელის ლევან შავგულიძის ინიციატივითა და მოწვევით საქართველოში მყოფი ირანული აკადემია "სპარტას" 16-წლამდელთა გუნდის შეხვედრას უმასპინძლებს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017