საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი, სვანეთში მდებარე თეთნულდი (სიმაღლე - 4 869 მეტრი) დალაშქრა.
მწვერვალზე ასვლის დასრულების შემდეგ, მასზე საქართველოს სახელმწიფო და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დროშები აფრიალდა. ჩვენ კი ამ ძალიან საინტერესო ამბის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ...