10.08.2017
ამხანაგური მატჩი ტყიბულელებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჭაბუკთა გუნდები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას განაგრძობენ. 10 აგვისტოს მარგველმა ჩვიდმეტწლამდელებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართეს - ზესტაფონის ბაზაზე მათ მოყვარულთა ლიგის წარმომადგენელი ტყიბულის ნაკრები დაუპირისპირდა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 6-1 დასრულდა. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი ბესო ფერაძემ (2), შოთა შეყილაძემ, საბა სამხარაძემ, გიორგი ხუჯაძემ და გოგა ხოხიაშვილმა გამოიჩინეს...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გოგოლაძე, გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, ტოფაძე, ბერაძე, გ. სამხარაძე, მაცაბერიძე, სხილაძე, ს. სამხარაძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ა. ფერაძე, აბრამიშვილი, ხოხიაშვილი, მჭედლიძე, ტალახაძე, თვალაბეიშვილი, ჟღენტი, აბჟანდაძე, ბაბუაძე.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას მარგველები 12 აგვისტოს გამართავენ - ზესტაფონელთა ორივე ასაკობრივი გუნდი საკუთარ მოედანზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" გუნდებს დაუპირისპირდება.
|