05.09.2017
სამი ქულა ზუგდიდიდან
მიმდინარე წლის 5 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა საქართველოს 2017 წლის "ოქროს ლიგის" გათამაშების მეექვსე ტურის მატჩი გამართეს - ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე იმერლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივი აკადემიის გუნდს დაუპირისპირდნენ.
ქობულეთის სტადიონის მსგავსად, ზუგდიდური საფეხბურთო კომპლექსის სათამაშო მოედანზეც ხელოვნური საფარია დაგებული და აქედან გამომდინარე, სტუმრებს ადაპტაციისათვის გარკვეული დრო დასჭირდათ. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიილია და უგოლოდ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმში კი სათამაშო უპირატესობას თანდათანობით სტუმრები დაეულნენ და 54-ე წუთზე მიმდინარე ჩემპიონატში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირმა შოთა შეყილაძემ თავის გუნდი დააწინაურა. 58-ეზე შოთა შეყილაძემ დუბლი შეასრულა და ამ სეზონში თავის პირადი მონაგარი 33 გოლამდე გაზარდა...
თამაზ კოსტავას გაწვრთნილმა ზუგდიდელებმა მატჩის ბედის სათავისოდ შემოსატრიელბლად კი გაიწიეს, მაგრამ ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში მასპინძელთა გუნდმა მოახერხა, 76-ე წუთზე გიორგი მირცხულავას მიერ გატანილი "პრესტიჟის" გოლი გახლდათ - 1-2. შედეგად, მარგველებმა აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს და "ოქროს ლიგის" სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ.
მორიგ შეხვედრას ზესტაფონელთა ჩვიდმეტწლამდელები 11 სექტემბერს გამართავენ - U17 ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მეშვიდე ტურის მატჩში მარგველთა გუნდი საკუთარ მოედანზე ქობულეთის "შუქურას" უმასპიძლებს...
|
05.09.2017. U-17. ”სფფ-ს აკადემია” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 1-2 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაჩეჩილაძე, ტოფაძე, ხუჯაძე, ბერაძე, გ. სამხარაძე, სხილაძე (აბჟანდაძე, 51), მჭედლიძე (მაცაბერიძე, 53), ბ. ფერაძე, არაბიძე (ხოხიაშვილი, 67), შეყილაძე.
|
|