06.08.2017
სპარინგ-მატჩი რეგიონლიგის წარმომადგენლებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას განაგრძობენ. 5 აგვისტოს გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჩვიდმეტწლამდელებს რეგიონალური ლიგის წარმომადგენელი ბაღდათის "საირმე" დაუპირისპირდა.
მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 2-3 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელმა ჭაბუკებმა რეგიონალური ლიგის წარმომადგენელ მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და შეხვედრის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსი ხელიდან რომ არ გაეშვათ, საპატიო ფრესაც მიაღწევდნენ. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი ბესო ფერაძემ და საბა სამხარაძემ გამოიჩინეს...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გოგოლაძე, გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, ტოფაძე, ბერაძე, ჟღენტი, მაცაბერიძე, სხილაძე, ს. სამხარაძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ა. ფერაძე, აბრამიშვილი, ხოხიაშვილი, ტალახაძე, გ. სამხარაძე, კაპანაძე, აბჟანდაძე, ბაბუაძე.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას მარგველები უახლოეს დღეებში გამართავენ... რაც შეეხება ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგის" გათამაშებას, ის 22 აგვისტოს განახლდება - ამ დღეს "ზესტაფონი" საკუთარ მოედანზე საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.
|