Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.02.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების ამხანაგური მატჩი "ზესტაფონის" ბაზაზე

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 12 თებერვალს გიორგი ნემსაძის დამმოძღვრილმა საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა გუნდმა თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ავსტრიელ ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

 

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ამ დღეებში საწვრთნელ შეკრებას გადის და 15 თებერვალს ავსტრიელ თანატოლებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. მოგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძის გუნდი მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისათვის ემზადება. 

 

ჩვენ კი გუშინდელი მატჩის მსვლელობისას "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე გადაღებულ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018