17.02.2018
ამხანაგური შეხვედრა "ჩხერიმელასთან"
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 17 თებერვალს გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებს ხარაგაულის საფეხბურთო კლუბი "ჩხერიმელა" დაუპირისპირდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორეში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და საბოლოოდ ეს უპირატესობა სტუმართა კარში გატანილ ორ გოლში აისახა. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი გოგა არაბიძემ და თემურ ბერაძემ გამოიჩინეს ...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მახათაძე, ბერაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, გ. სამხარაძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ს. სამხარაძე, საცერაძე, ბ. ფერაძე, ეგუტიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: არაბიძე, გ. გაჩეჩილაძე, მაცაბერიძე, ანჟანდაძე, გოგოლაძე, ვარდოსანიძე.
დღესვე ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინაში გაიმართა რეგიონალური ლიგის დასავლეთის "ა" და "ბ" ზონების პირველი ტურის კენჭისყრა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ 7 მარტს, XXX-ე ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, ჩვენი გუნდი თერჯოლას ეწვევა და ადგილობრივ "საპოვნელას" დაუპირისპირდება.
|