19.07.2018
მეორე ეტაპის სასტარტო ტურების კენჭისყრა
ორიოდე დღის წინ აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციაში (რეგიონალური ლიგის დასავლეთის ჯგუფების საორგანიზაციო ამბებს, სფფ-სთან ერთად, სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" პირველი ორი ტურის კენჭისყრა გაიმართა.
ტურნირის დებულების მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გუნდი რეგიონალური ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე "დასავლეთის ზედა ჯგუფში" ჯგუფში იასპარეზებს და მას მეტოქეობას მარტვილის "სალხინო", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ქუთაისის "ტორპედო-2", ბათუმის "დინამო-2", სენაკის "ეგრისი", ბათუმის "მეტა" და ზუგდიდის "ოდიში-1919" გაუწევენ...
ბათუმში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ 2018 წლის სეზონის მეორე ეტაპი ზესტაფონელთათვის 22 აგვისტოს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" ქედას ესტუმრება, სადაც ბათუმის საფეხბურთო კლუბ "მეტას" დაუპირისპირდება. მეორე ტურის ზესტაფონში გასამართ შეხვედრაში კი ჩვენი გუნდი სენაკის "ეგრისს" უმასპინძლებს...
ქვემოთ კი საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის დასავლეთის "ა" და "ბ" ჯგუფების სატურნირო ცხრილებს გთავაზობთ ("ა" ჯგუფის ცხრილში არაა შეტანილი "ჩხერიმელა"-"ტორპედო-2"-ს ხარაგაულის სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო ჩაშლილი შეხვედრის შედეგი).
|