Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.06.2018

 

 

 

 

 

 

 

 

დასანანი ფრე ცხინვალელ ჭაბუკებთან

 

 

 

 

 

2018 წლის 28 ივნისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა საქართველოს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს "ცხინვალის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელ და ცხინვალელ თხუთმეტწლამდელთა გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთის წინაშე პირველად სწორედ გუშინდელ შეხვედრაში წარსდგნენ. მატჩის პირველი ნახევარი იმერელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და 25 წუთისთვის ეს უპირატესობა სტუმართა კარში გატანილ ორ გოლში იქნა ასახული.

 

იმერელთა მიერ გაცუდებული რამდენიმე ძალიან სახიფათო შეტევის შემდეგ, 17-ე წუთზე ანგარიში სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა ნოდარ ცხადაძემ გახსნა, ხოლო 25-ეზე თავისი გოლი შოთა ნებიერიძემ გაიტანა. 28-ე წუთზე ცხინვალელმა გიორგი ცერცვაძემ ერთი ბურთი გაქვითა და ტაიმი ზესტაფონელთა მინიმალური უპირატესობით 2-1 დასრულდა...

 

შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და თავის გამოჩენის შესაძლებლობები ორივე მხარეს მიეცა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ბოლო გოლი მაინც მასპინძელთა კარში გავიდა - 60-ე წუთზე გიორგი ცერცვაძემ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუპოვა - დასანანი ფრე 2-2.

 

 

28.06.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”ცხინვალი” 2-2

"ზესტაფონი" (U-15): არაბიძე, კაკოიშვილი (კლდიაშვილი, 52), გურული, კაპანაძე, ა. ცხადაძე, თაბუკაშვილი, ნ. ჭუმბურიძე, ლ. ბებიაშვილი, ტაბატაძე (კვირიკაშვილი, 59), ნ. ცხადაძე, ნებიერიძე (მახათაძე, 52).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018