Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი ტყიბულელებთან

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. საზაფხულო პაუზისას პირველი ამხანაგური შეხვედრა გუნდმა 29 ივლისს გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს ეროვნული ლიგა-3-ის წარმომადგენელი ტყიბულის საფეხბურთო კლუბი "მეშახტე" ესტუმრა.

 

ტყიბულელები ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ეროვნული ლიგა-3-ის სატურნირო ცხრილის შუაგულში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, დღეს გამართული მატჩის მსვლელობისას განვითარებული მოვლენები და შეხვედრის საბოლოო ანგარიში ჩვენი კლუბის ბაზაზე მოსული გულშემატკივრისათვის საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა.

 

შეხვედრა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე ზესტაფონელების დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი აკაკი დვალმა (2), ბაჩო ბერაძემ, ლევან ჩიტორელიძემ და ბესო ფერაძემ გამოიჩინეს.

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ა. ფერაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ფოცხვერაშვილი, ვარდოსანიძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, მაკარიძე, ა. დვალი, ბ. ბერაძე, არაბიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ჩიტორელიძე, თ. ბერაძე, საცერაძე, ანჟანდაძე, ს. სამხარაძე, გ. სამხარაძე, ზარნაძე, ბ. ფერაძე...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018