Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.08.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა გამარჯვება გორში

 

 

 

 

 

30 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამართა. "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფის გორში გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივი "გორის" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.

 

დასაწყისში უნდა ითქვას იმაზე, რომ ზესტაფონელმა ჩვიდმეტწლამდელებმა ვერც დღევანდელ შეხვედრაში მოახერხეს ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობა - ბესო ფერაძის, გიორგი ღონღაძის და ლუკა გურულის სხვადასხვა მიზეზის გამო უქმობას შოთა ფანცულაიას ავადმყოფობა დაემატა...

 

საფეხბურთო კლუბ "გორის" წარმომადგენელ გუნდთან მარგველთა სადებიუტო მატჩი ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და გუნდებმა გოლები გაცვალეს - 27-ე წუთზე ზესტაფონელმა ნიკა ღვალაძემ წინ სტუმრები გაიყვანა, ხოლო 31-ეზე გორელმა დავით თევდორაშვილმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.

 

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა - უპირატესობას ძირითადად სტუმრები ფლობდნენ და 58-ე წუთზე სულხან სვიანაძის შორიდან ზუსტი დარტყმის შემდეგ წინ ისევ ზესტაფონელები გავიდნენ. მატჩის ბოლოს მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიშის კიდევ ერთხელ გასათანაბრებლად გაიწიეს. თუმცა, იმერელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს მისაღები ანგარიშის შენარჩუნება - გამარჯვება ანგარიშით 2-1.

 

U17 "ვერცხლის ლიგის" დასავლეთის ჯგუფში გამართული ექვსი ტურის შემდეგ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. შემდეგ შეხვედრას ტურნირის ლიდერები 5 სექტემბერს გამართავენ - ზესტაფონის ბაზაზე ისინი თბილისის "ვიტ-ჯორჯიის" წარმომადგენლებს უმასპინძლებენ.

 

30.08.2018. U-17. ”გორი” - ”ზესტაფონი” 1-2

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ჭუმბურიძე, ნასრაძე, სვიანაძე, ახვლედიანი, ბებიაშვილი, თვალაბეიშვილი (ფანჩულიძე, 55), სხილაძე, ჯანიაშვილი, ღვალაძე (გიორგაძე, 77), ჭანტურიძე (ჭუმბურიძე, 59).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018