Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" მზადება დაიწყო

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) რეგიონული ლიგის დასავლეთის ზონის "ზედა ჯგუფში" იასპარეზებს...

 

მიმდინარე ტურნირის დებულების მიხედვით, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონმა" რეგიონული ლიგის "" ჯგუფში იასპარეზა და ქუთაისის "ტორპედოს-2"-ს, ხონის "იმერეთი-2"-ს, ხარაგაულის "ჩხერიმელას", ზესტაფონის "მარგვეთი-2006"-ს, ბაღდათის "საირმეს", მარტვილის "სალხინოს" და ამბროლაურის "რაჭას" კოლექტივებთან პაექრობაში მეორე ატაპზე საუკეთესოთა შორის ასპარეზობის უფლება დამაჯერებლად მოიპოვა...

 

რაც შეეხება "დასავლეთის ზედა ჯგუფს", აქ ჩვენი გუნდის გარდა მარტვილის "სალხინო", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ქუთაისის "ტორპედო-2", ბათუმის "დინამო-2", სენაკის "ეგრისი", ბათუმის "მეტა" და ზუგდიდის "ოდიში-1919" იასპარეზებენ. როგორც უკვე ვიუწყებოდით, სეზონის მეორე ეტაპი ზესტაფონელთათვის 22 აგვისტოს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" ქედას ესტუმრება და ბათუმის საფეხბურთო კლუბ "მეტას" დაუპირისპირდება.

 

ზესტაფონელები საწვრთნელ შეკრებას მშობლიურ ქალაქში 26 ივლისიდან გაივლიან და სეზონის გადამწყვეტი მატჩებისათვის საკუთარი ბაზის მინდვრებზე მოემზადებიან. მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში იგეგმება რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა. ჩვენ კი გთავაზობთ რამდენიმე ფოტოსურათს, რომლებიც მარგველთა დღევანდელი ვარჯიშისას არის გადაღებული...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018