საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ბიზნესმენმა ილია კოკაიამ მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, დასავლეთ ევროპის უდიდესი მწვერვალი, საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე ალპებში მდებარე მონბლანი (სიმაღლე - 4 810 მეტრი) დალაშქრა.
საინტერესოა, რომ სახელგანთქმულ მწვერვალზე ასვლის მიმდინარეობისას, ალპინისტთა ჯგუფმა ერთ-ერთ დღეს მოისვენა თავშესაფარ "Tet Rous"-ში (3167 მ), სადაც აღმოჩნდა შენახული საქართველოს დროშა, რომელზეც ჩამოწერილი გახლდათ მონბლანზე ნამყოფი ქართველი მთასვლელების გვარ-სახელები.
მწვერვალზე ასვლის დასრულების შემდეგ კი, მასზე საქართველოს სახელმწიფო და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დროშები აფრიალდა. ჩვენ კი ამ ძალიან საინტერესო ამბის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს სიამოვნებით გთავაზობთ...