01.03.2018
სპარინგ-მატჩი ტორპედოელებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ახალი ფორმაციის პირველი გუნდი მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 28 თებერვალს გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველებს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მეორე გუნდი დაუპირისპირდა.
დღევანდელი მატჩი ორი განსხვავებული ნაწილისაგან შედგებოდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. მეორე ტაიმში კი თამაშის სურათი შეიცვალა, უპირატესობას უკვე მასპინძლები დაეუფლნენ და საფინალო სასტვენამდე მათ ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს - 3-3. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი ავთანდილ ეგუტიძემ, გოგა არაბიძემ და ამური საცერაძემ გამოიჩინეს ...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მახათაძე, გ. გაჩეჩილაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, ვარდოსანიძე, ს. სამხარაძე, მაცაბერიძე, ბერაძე, ბუბულაშვილი, არაბიძე, ეგუტიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: გოგოლაძე, ანჟანდაძე, ტოფაძე, საცერაძე, ბ. ფერაძე, გ. სამხარაძე, კაპანაძე.
|