06.03.2018
ახალი სეზონის სტარტზე
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ახალი ფორმაციის პირველი გუნდი კარსმომდგარი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარე წლის 7 მარტს, რეგიონალური ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, ჩვენი გუნდი თერჯოლას ესტუმრება და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" დაუპირისპირდება.
ჩვენი ინტერნეტ-გვერდი კი იმ 25 ფეხბურთელების სიას გთავაზობთ, რომლებიც 2018 წლის სეზონში საქართველოს ორგზის ჩემპიონ მარგველთა რიგებში იასპარეზებენ:
მეკარეები: ანზორ ფერაძე (07.07.2001), ლუკა გოგოლაძე (07.02.2000), გია მახათაძე (03.03.1996);
მცველები: გიორგი გაჩეჩილაძე (03.01.2000), შოთა ტოფაძე (20.04.2000), თემურ ბერაძე (04.09.2000), გიორგი ხუჯაძე (14.09.2000), თენგული წითელაშვილი (16.01.2000), თორნიკე ჭურაძე (16.03.1998), შოთა ვარდოსანიძე (13.12.1997), ლევან ჩიტორელიძე (23.06.1996);
ნახევარმცველები: შოთა ფანცულაია (10.08.2001), მიხეილ სხილაძე (02.05.2001), გიორგი სამხარაძე (14.04.2000), საბა სამხარაძე (16.02.2000), ბექა აბჟანდაძე (22.12.2000), მახარე მაცაბერიძე (11.07.2000), ნიკოლოზ ჟღენტი (03.09.2000), გიორგი მაკარიძე (15.06.1995), შალვა ცქიფურიშვილი (15.01.1992), ნოდარ გაჩეჩილაძე (05.01.1993);
თავდამსხმელები: ბესარიონ ფერაძე (05.02.2001), გოგა არაბიძე (17.05.2000), ლაშა ბუბულაშვილი (04.02.1998), ამური საცერაძე (21.09.1997).
მიმდინარე სეზონში "ზესტაფონს" ნოდარ გაჩეჩილაძე უკაპიტნებს. ამასთან, "ზესტაფონს" 2 ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ამ საპასუხისმგებლო და ამავე დროს საპატიო მისიის შემსრულებლად ლევან ჩიტორელიძე და ბესო ფერაძე იქნენ არჩეულნი.
|