Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.03.2018

 

 

 

 

 

 

 

 

მინიმალური მარცხი სეზონის სასტარტო შეხვედრაში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 13 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა.

 

რეგიონალური ლიგის გათამაშების "" ჯგუფის მონაწილეთა რიგებიდან, ფინანსური ხასიათის პრობლემების გამო, თერჯოლის "საპოვნელას" მოხსნის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდს 8-გუნდიან ჯგუფში უწევს ასპარეზობა, სადაც მას მეტოქეობას ქუთაისის "ტორპედოს-2", ხონის "იმერეთი-2", ხარაგაულის "ჩხერიმელა", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ბაღდათის "საირმე", მარტვილის "სალხინო" და ამბროლაურის "რაჭა" უწევენ.

 

ამათგან ოთხი საუკეთესო კოლექტივი რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე, დასავლეთის "ბ" ჯგუფში პირველ ოთხ ადგილზე გასულ გუნდთან ერთად, შეადგენენ ახალ 8-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელწოდებით "დასავლეთის ზედა ჯგუფი". ამ ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი გაისად ლიგა-4-ში იასპარეზებს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს დასაწინაურებლად პლეი-ოფის სტადიის გადალახვა მოუწევს...

 

ახალ სეზონში "ზესტაფონისთვის" სასტარტო შეხვედრა ერთბაშად რამდენიმე გარემოების გამო გახლდათ გამოსარჩევი. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ 2015 წლის 20 აპრილს ჩვენი გუნდის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან უსამართლოდ მოკვეთის შემდეგ, ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით (მართალია, ეს მოხდა არა იმ ლიგაში, რომელშიც, თავის დროზე მიღებული დაპირების მიხედვით ელოდა ზესტაფონელი გულშემატკივარი) პირველი მატჩი სწორედ დღეს გამართა. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენდა ის, რომ თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-თან მატჩი ახალ სეზონში გუნდისთვის სადებიუტო გახლდათ...

 

როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, სეზონის სასტარტო შეხვედრა მასპინძელთათვის საკმაოდ მძმედ წარიმართა და საბოლოოდ, მათი მინიმალური მარცხით 0-1 დასრულდა. ერთადერთი და სტუმართათვის გამარჯვების მომტანი გოლი პირველი ტაიმი 22-ე წუთზე ზაალ ზუზაძემ გაიტანა...

 

შემდეგ შეხვედრას ზესტაფონელები 22 მარტს გამართავენ - ამ დღეს "ზესტაფონი" ხარაგაულს ესტუმრება და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ჩხერიმელას" დაუპირისპირდება...

 

 

 

13.03.2018. ”ზესტაფონი” - ”მარგვეთი-2006” (ზესტაფონი) 0-1

"ზესტაფონი": მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე (ს. სამხარაძე, 87), ვარდოსანიძე, ბუბულაშვილი (ბერაძე, 59), ნ. გაჩეჩილაძე, მაკარიძე, ცქიფურიშვილი, ბ. ფერაძე, არაბიძე (საცერაძე, 46).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018