Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.08.2018

 

 

 

 

 

 

 

 

რეგიონლიგის მეორე ეტაპის კალენდარი

 

 

 

 

 

აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ (რეგიონალური ლიგის ტურნირის დასავლეთში ჩატარებას, სფფ-სთან ერთად, სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფში" მოასპარეზე გუნდებს ტურნირის კალენდარი დაუგზავნა.

 

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" რეგიონლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე "დასავლეთის ზედა ჯგუფში" ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეობას მას მარტვილის "სალხინო", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", ქუთაისის "ტორპედო-2", ბათუმის "დინამო-2", სენაკის "ეგრისი", ბათუმის "მეტა" და ზუგდიდის "ოდიში-1919" გაუწევენ...

 

ბათუმში გამართულმა კენჭისყრამ გაარკვია ის, რომ 2018 წლის სეზონის მეორე ეტაპი ზესტაფონელთათვის 22 აგვისტოს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" ქედას ესტუმრება, სადაც ბათუმის საფეხბურთო კლუბ "მეტას" დაუპირისპირდება. მეორე ტურის 29 აგვისტოს ზესტაფონში გასამართ შეხვედრაში კი ჩვენი გუნდი სენაკის "ეგრისს" უმასპინძლებს...

 

აქვე გვინდა რეგიონალური ლიგის დებულების ტექსტიდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "ემპიონატის მეორე ეტაპი ზედა და ქვედა ჯგუფებში გაიმართება ორ წრედ, გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ, შინ და სტუმრად შეხვდებიან. ზედა და ქვედა ჯგუფებში გუნდებს პირველი ეტაპიდან არ გადაჰყვებათ არც ქულები და არც ცხრილის სხვა რომელიმე მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით. დასავლეთის ზედა ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ აღზევდებიან 2019 წლის ლიგა 4-ში.

 

ზედა ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდი 2018 წლის ლიგა 3-ის გათამაშების მეთექვსმეტე ან მეთხუთმეტე ადგილზე გასულ გუნდთან (მეტოქე და პირველი მატჩის მასპინძლის ვინაობა გამოვლინდება წილისყრით) ორმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევს 2019 წლის ლიგა 4-ში მონაწილე გუნდის ვინაობას."

 

ქვემოთ კი საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" კალენდრის აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებულ ვარიანტს გთავაზობთ:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018