Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.02.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური შეხვედრა "საირმესთან"

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 25 თებერვალს გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებს რეგიონლიგელი ბაღდათის საფეხბურთო კლუბი "საირმე" დაუპირისპირდა.

 

მატჩის პირველი ნახევარი ზესტაფონელებმა მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1-0 მოიგეს - თავი გოგა არაბიძემ გამოიჩინა. მეორეში კი მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და საბოლოოდ ეს უპირატესობა სტუმართა კარში გატანილ ოთხ გოლში აისახა. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი თემურ ბერაძემ, თორნიკე ჭურაძემ, გიორგი ხუჯაძემ და ლევან ჩიტორელიძემ გამოიჩინეს. შედეგად, გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-0.

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მახათაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ჩიტორელიძე, ვარდოსანიძე, საცერაძე, ბუბულაშვილი, ნ. გაჩეჩილაძე, ბერაძე, ბ. ფერაძე, არაბიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: გოგოლაძე, ეგუტიძე, მაცაბერიძე, ს. სამხარაძე, ანჟანდაძე, ტოფაძე, ტალახაძე, ბაბუაძე.

 

XXX-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის პირველი ტურის მატჩები 7 მარტს გაიმართება - ჩვენი გუნდი თერჯოლას ეწვევა და ადგილობრივ "საპოვნელას" დაუპირისპირდება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018