Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.04.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკებმა სამტრედიელ თანატოლებს უმასპინძლეს

 

 

 

 

 

2018 წლის 22 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. ჭაბუკთა პირველობის მეშვიდე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა "სამტრედიის" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები ჩემპიონატის პირველი ეტაპის "ბ" ჯგუფის სატურნირო ცხრილში სადღეისოდ მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და მათ, შარშანდელის მსგავსად, "ოქროს ლიგის" საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვთ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ წინ კიდევ სამი საკმაოდ რთული მატჩია და, მიზნის მისაღწევად ახალგაზრდა მარგველებს მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევთ...

 

რაც შეეხება ზესტაფონელი და სამტრედიელი თანატოლების დაპირისპირებას, მისი სადებიუტო ნაწილი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა - მასპინძელმა ბესო ფერაძემ თავის გუნდი უკვე მე-3 წუთზე დააწინაურა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში სტუმარმა ლუკა შენგელიამ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა და 32-ე წუთზე გიორგი შენგელიამ წინ უკვე სამტრედიელები გაიყვანა. ტაიმიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით 1-2 დასრულდა...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მარგველები ძალიან გააქტიურდნენ. ისინი გამუდმებით უტევდნენ სამტრედიელთა კარს და 53-ე წუთზე ბესო ფერაძემ ანგარიშში თანაფარდობა კიდევ ერთხელ აღადგინა. მანვე 61-ე წუთზე, დათო ბებიაშვილის კარგი გარღვევისა და დროული გადაცემის შემდეგ, "ჰეტ-თრიკი" შეასრულა და ისევ ზესტაფონელები დააწინაურა ...

 

მასპინძლები თამაშის სცენარის სათავისოდ შეცვლის შემდეგაც ბევრს აქტიურობდნენ და 72-ე წუთზე, ბესო ფერაძის კარგი პასისა და შოთა ფანცულაიას ზუსტი დარტყმის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს. 76-ე წუთზე კი შოთა ფანცულაიამ დათო ბებიაშვილის კუთხურიდან ჩამოწოდებული კარგად შეირგო და ზუსტი თავური დღევანდელი შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 5-2.

 

 

22.04.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 5-2

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, სვიანაძე, ნასრაძე, ჭუმბურიძე (ახვლედიანი, 77), გ. ღონღაძე (ბ. ღონღაძე, 76), ბებიაშვილი, სხილაძე, ღვალაძე, ფანცულაია, ბ. ფერაძე (თვალაბეიშვილი, 78), ჭანტურიძე (ჯანიაშვილი, 79).

 

 

* * *

 

როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდი ძირითადად 2004 წელს დაბადებული ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ხოლო U15 მიმდინარე ტურნირში მონაწილეობის უფლება 2003 წელს დაბადენულებსაც აქვთ. რა გასაკვირია, რომ ზესტაფონელებს უმეტესად ასაკით უფროს ოპონენტებთან ("სამტრედიაში" უმეტესად 2003 წლიანები თამაშობენ) უწევთ ასპარეზობა...

 

"სამტრედიასთან" მატჩი სტუმართა უპირატესობნით წარიმართა და საბოლოოდ, ზესტაფონელებმა ეს შეხვედრა ანგარიშით 1-3 ანგარიშით დათმეს. მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლით, ნიკა ჭუმბურიძის კარგი გადაცემის შემდეგ, თავი დავით ფანჩულიაძემ (1-2, 55 წთ) გამოიჩინა...

 

 

22.04.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”სამტრედია” 1-3

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, გურული (ა. ცხადაძე, 52), კაპანაძე, დ. გაჩეჩილაძე, ნ. ჭუმბურიძე, ფანჩულიძე, ანდრიაძე, ნებიერიძე (ტაბატაძე, 45), ნ. ცხადაძე (თაბუკაშვილი, 45), ნ. მახათაძე (მაისურაძე, 19), ბუხრაშვილი.

 

 

მორიგ მატჩებს მარგველები 5 მაისს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 და U-17 გუნდები ქუთაისს ეწვევიან და ადგილობრივი "ტორპედოს" წარმომადგენლებთან ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრებს გამართავენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018