Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.03.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჭაბუკებმა საჩხერელებს უმასპინძლეს

 

 

 

 

 

2018 წლის 31 მარტს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. ჭაბუკთა პირველობის მეხუთე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელი ჩვიდმეტწლამდელები ჩემპიონატის პირველი ეტაპის "ბ" ჯგუფის სატურნირო ცხრილში სადღეისოდ მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და მათ, შარშანდელის მსგავსად, "ოქროს ლიგის" საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვთ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ წინ მთელი მეორე წრეა და მიზნის მისაღწევად ახალგაზრდა მარგველებს კიდევ ბევრი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ...

 

რაც შეეხება ზესტაფონელი და საჩხერელი თანატოლების დაპირისპირებას, ის დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. ზესტაფონელები ძალიან ბევრს კი უტევდნენ, თუმცა, ერთადერთი და მათთვის გამარჯვების მომტანი გოლი მხოლოდ შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე გავიდა - გადამწყვეტი გოლი 68-ე წუთზე ბესო ფერაძემ გაიტანა...

 

 

31.03.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 1-0

"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, სვიანაძე, ნასრაძე, ჭუმბურიძე, ღონღაძე (რობაქიძე, 78) , ახვლედიანი (ჯანიაშვილი, 75), სხილაძე, ფანცულაია, ბ. ფერაძე, ჭანტურიძე, ღვალაძე (თვალაბეიშვილი, 70).

 

 

* * *

 

როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდი ძირითადად 2004 წელს დაბადებული ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ხოლო U15 მიმდინარე ტურნირში მონაწილეობის უფლება 2003 წელს დაბადენულებსაც აქვთ. რა გასაკვირია, რომ ზესტაფონელებს უმეტესად ასაკით უფროს ოპონენტებთან ("ჩიხურაში" უმეტესად 2003 წლიანები თამაშობენ) უწევთ ასპარეზობა...

 

"ჩიხურასთან" დღევანდელი დაპირისპირება ნამდვილი საფეხბურთო "თრილერი" გამოდგა. მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშში ხან სტუმრები დაწინაურდნენ, ხანაც მასპინძლები, თუმცა, საბოლოოდ, ზესტაფონელებმა ეს შეხვედრა ანგარიშით 3-4 ანგარიშით დათმეს. მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ლუკა ბუხრაშვილმა (1-1, 28 წთ), ზურაბ მაისურაძემ (2-1, 38 წთ) და დავით ფანჩულიძემ (3-4, 67 წთ) გამოიჩინეს.

 

 

31.03.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 3-4

"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე, ნ. ჭუმბურიძე, ფანჩულიძე, დ. გაჩეჩილაძე, ნ. მახათაძე (ა. ცხადაძე, 50), კაპანაძე, ანდრიაძე, ბუხრაშვილი, მაისურაძე (ბებიაშვილი, 64) , გურული (თაბუკაშვილი, 50), ტაბატაძე (ნ. ცხადაძე, 36).

 

 

მორიგ მატჩებს მარგველები 14 მარტს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 და U-17 გუნდები მარტვილს ეწვევიან და ადგილობრივი "მერანის" წარმომადგენლებთან ჭაბუკთა ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრებს გამართავენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018