მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" ორგანიზებით, თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზა იტალიური და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის, მილანის "ინტერის" საზაფხულო კემპს უმასპინძლებს.
როგორც მოგეხსენებათ, მილანის „ინტერი“ დამწყები და ჭაბუკი ფეხბურთელების სელექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს - ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. წელს იტალიელთა პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა...
რამდენიმე თვის წინ თბილისში ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ მიწვევით, მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი იმყოფებოდა და თბილისის ზღვასთან მდებარე “ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა მოინახულა. რა გასაკვირია, რომ სტუმარს იმერელთა საფეხბურთო კომპლექსი მოეწონა და საქმეც დაიძრა. ქართველებიდან ამ საქმეს ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან სეთურიძე და პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე ხელმძღვანელობენ...