საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXX-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის მოახლოვებული სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. უფროსი თანაკლუბელების მსგავსად, ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილისათვის მზადებას "ზესტაფონის" ჭაბუკებიც შეუდგნენ.
ზესტაფონში მდებარე კლუბის საწვრთნელი ბაზის მწვანე მინდვრებზე მიმდინარე ტაქტიკური და ტექნიკური მომზადების პროცესი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ფიტნეს-დარბაზში გამართულ ვარჯიშებს ენაცვლება. ფეხბურთელთა მზადება სამწვრთნელო შტაბის წევრებისა და გუნდის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
უფროსი თანაკლუბელების მსგავსად, ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობის საშემოდგომო ნაწილისათვის მზადებას "ზესტაფონის" თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელთა გუნდებიც შეუდგნენ. ჭაბუკთა ჩემპიონატის "ვერცხლის ლიგის" მორიგ შეხვედრებს მარგველები 26 აგვისტოს გამართვაენ - ამ დღეს ზესტაფონელებს წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენელი თანატოლები ეწვევიან.
მთავარი გუნდი კი ჩემპიონატის უახლოეს მატჩს 22 აგვისტოს გამართავს - საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში "ზესტაფონი" ბათუმის "მეტას" ესტუმრება. აჭარულ-იმერული დაპირისპირება ქედის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...