Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე!

 

 

 

 

 

თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელმა ბაზამ მილანის გრანდის „ინტერის“ საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა. კემპი 25 ივნისს გაიხსნა. ხუთი დღის განმავლობაში ბანაკში საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების 6-დან 16 წლამდე ასაკის დამწყებმა და ჭაბუკმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი.

 

პროექტის მიზანი იყო ორი საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა. „ინტერის“ აკადემიის მწვრთნელმა 100-ზე მეტი ფეხბურთელი ნახა, თუმცა, მხოლოდ ორი მათგანი გაემგზავრება იტალიაში. ის ორი ბავშვი, რომლებიც მწვრთნელებმა ერთკვირიანი ვარჯიშების დროს შეარჩიეს და „ინტერში“ სტაჟირებაზე მიიწვიეს, „გაგრას“ 10 წლის ფეხბურთელი ლუკა ლომთათიძე და „საბურთალოს“ 12 წლის წევრი ბუბუ ღოღობერიძეა.

 

„ინტერი“ დამწყები ფეხბურთელების სელექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს - ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშებს 5 იტალიელი და 5 ქართველი მწვრთნელი უძღვებოდა.

 

იტალიურ მხარეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელი ბაზა ძალიან მოეწონა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თბილისში მილანის „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი იმყოფებოდა. თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა სწორედ მან დაათვალიერა, ბაზაზე არსებული ევროპული სტანდარტებით მოიხიბლა და საფეხბურთო ბანაკიც გახსნა.

 

უკვე მოგვიანებით, ვალერიო კანდიდომ, „ინტერის“ აკადემიის მწვრთნელთა კოორდინატორმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მათ ძალიან კარგი პირობები დახვდათ და კმაყოფილები არიან.

 

თავის მხრივ, თაკო კოკაიამ, რომელიც კლუბ „ზესტაფონის“ გენერალური მენეჯერია, განაცხადა, რომ ასეთ პროექტში მონაწილეობით კმაყოფილები არიან.

 

ბანაკის ორგანიზატორი „თავისუფალი ფეხბურთია“.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს.

 

P.S. დასასრულს უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საკუთარი ბაზა, რომლის გამოყენებასთან დაკავშირებითაც ჩვენი კლუბი კომერციულად საინტერესო შემოთავაზებების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის, კემპის გამართვის პერიოდში მის ორგანიზატორებს ბაზა სარგებლობაში უსასყიდლოთ გადასცა.

 

რა გასაკვირია, რომ ამ პროექტის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მოტივაცია ქართული ფეხბურთის თანადგომასა და ბავშვთა და ჭაბუკთა შორის ამ სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციაში მდგომარეობდა (საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური).

 

 

PrimeTime.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018