11.03.2018
ჭაბუკებმა ტორპედოელებს უმასპინძლეს
მიმდინარე წლის 11 მარტს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. ჭაბუკთა პირველობის მესამე ტურის შეხვედრებში ზესტაფონელმა თხუთმეტ- და ჩვიდმეტწლამდელებმა ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლეს.
წინა ტურში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში გადახახდილი არცთუ სახალისო "თავგადასავლის" შემდეგ, მესამე ტურში ზესტაფონელები ნორმალურ სათამაშო პირობებს დაუბრუნდნენ - ქუთაისელებთან შეხვედრებს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო კომპლექსმა უმასპინძლა...
ზესტაფონელი და ქუთაისელი ჩვიდმეტწლამდელების დაპირისპირება დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა... თავიდან ანგარიშში დაწინაურება ზესტაფონელებმა მოახერხეს - 24-ე წუთზე თავი ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით შოთა ფანცულაიამ გამოიჩინა. სტუმრებმა კი მეორე ნახევარში იყოჩაღეს და 53-ე წუთზე ავთანდილ თოხაძემ ქუთაისელებს 1 ქულა მოუტანა...
|
11.03.2018. U-17. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 1-1 |
"ზესტაფონი" (U-17): ა. ფერაძე, ღონღაძე, სვიანაძე, ნასრაძე, ჭუმბურიძე, ბებიაშვილი, ფანცულაია, ღვალაძე, ბ. ფერაძე, ჭანტურიძე, სხილაძე.
|
* * *
მარგველთა თხუთმეტწლამდელთა გუნდმა, რომელიც ძირითადად 2004 წელს დაბადებული ბიჭებითაა დაკომპლექტებული ასაკით უფროს ოპონენტებთან ("ტორპედოში" უმეტესად 2003 წლიანები თამაშობენ) თავის შეხვედრა ანგარიშით 1-4 ანგარიშით დათმო. მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლით თავი ალექსი ცხადაძემ გამოიჩინა.
|
11.03.2018. U-15. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 1-4 |
"ზესტაფონი" (U-15): ცერცვაძე (თაბუკაშვილი, 23), დ. გაჩეჩილაძე, კაპანაძე, ტაბატაძე (ა. ცხადაძე, 36), ანდრიაძე, ბუხრაშვილი, ფანჩულიძე, ნ. ჭუმბურიძე, მახათაძე (გურული, 36), მაისურაძე, ნ. ცხადაძე.
|
მორიგ მატჩებს მარგველები 17 მარტს გამართავენ - ამ დღეს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" U-15 და U-17 გუნდები წყალტუბოს ეწვევიან და ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლებთან ჭაბუკთა ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრებს გამართავენ.
|