Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.06.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" მორიგი მატჩისთვის ემზადება

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში გამოცხადებული ორკვირიანი სანაკრებო პაუზა რეგიონული ლიგის ტურნირის მონაწილე გუნდებზე არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ჩემპიონატის მოახლოვებული მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს.

 

ზემოიმერლები ძირითადად ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზის მინდვრებზე ემზადებიან, თუმცა რამდენიმე ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ფიტნეს-დარბაზშიც გაიმართა. ფიზიკურ მომზადებაში ფეხბურთელთა მომზადების პროცესი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულუბლის მალხაზ ღონღაძისა და გუნდის ექიმის ვახტანგ კაშიბაძის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

 

შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 5 ივნისს გამართავს - საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეთორმეტე ტურის შეხვედრაში "ზესტაფონი" შინ ხარაგაულის "ჩხერიმელას" უმასპინძლებს... ზემოიმერული "დერბი" 18:00 საათზე დაიწყება და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ფიტნეს-დარბაზში ზესტაფონელთა ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018