Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.03.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"საპოვნელას" და "ზესტაფონის" მატჩი არ შედგება

 

 

 

 

 

2018 წლის 7 მარტს ქალაქ თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXX ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის სასტარტო, პირველი ტურის შეხვედრაში ადგილობრივ "საპოვნელას" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისთვის” უნდა ემასპინძლა. თუმცა, მასპინძელ კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო "საპოვნელა" ჩემპიონატიდან იქნა მოხსნილი და შესაბამისად, აღარც დღევანდელი მატჩი გაიმართება...

 

2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრას საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ფეხბურთელები 13 მარტს გამართავენ - ჩვენი გუნდი თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018