05.02.2018
შოთა შეყილაძე კარიერას ეროვნულ ლიგა-1-ში გააგრძელებს
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” და საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების ფორვარდი შოთა შეყილაძე, იმერულ კლუბსა და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს” შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კარიერას თბილისელთა რიგებში გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ შოთა შეყილაძეს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” ხელშეკრულება კვლავაც აკავშირებდა, U19 ნაკრების ინტერესების, თავად ფეხბურთელის ახალ დონეზე გადანაცვლების სურვილის გათვალისწინებითა და მისი პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, ჩვენმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის ჩვიდმეტწლამდელთა ეროვნული ჩემპიონატისა და"ოქროს ლიგის" საუკეთესო ბომბარდირის ეროვნული ლიგა-1-ს კლუბში გაშვების შესახებ.
შოთა შეყილაძე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აღზრდილია. გასულ წელს, საქართველოს 17-წლამდელთა "ოქროს ლიგაში" მან მეტოქეთა კარში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა, "ზესტაფონის" U7 გუნდი კი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა...
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” შოთა შეყილაძესა და მის ახალ კლუბს წარმატებას უსურვებს!
|