Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.04.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი თანაქალაქელებთან

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ეროვნული თასის გათამაშებაში სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 12 აპრილს ჩვენმა გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზაზე მასპინძლები თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდნენ.

 

პირველი ტაიმის საწყისი მონაკვეთი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა სტუმართა კარში გატანილ ორ გოლში იქნა ასახული - თავი ამური საცერაძემ და გიორგი მაკარიძემ გამოიჩინეს. რაც შეეხება სტუმრებს, მათ, პირველი ტაიმის მიწურულს, ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს - "ზესტაფონის" კარში დანიშნული 11-მეტრიანი გოლად დავით ობოლაძემ აქცია.

 

შესვენებისას მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა მთლიანად შეცვალა და მოედანზე მხოლოდ 2000-2001 წლებში დაბადებული ფეხბურთელები გავიდნენ. უპირატესობას თავიდან სტუმრები დაეუფლნენ და ომარ გრიგალაშვილმა ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. თუმცა, მასპინძლები მალევე დამშვიდნენ, თამაშის სადავეები ისევ ხელთ იგდეს და გოგა არაბიძემ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 3-2.

 

მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 აპრილს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ზეომიმერლები ბათუმის "დინამო-2"-ს უმასპინძლებენ. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018