13.06.2018
ვითამაშოთ ფეხბურთი ბალახზე!
ჩვენი ვებგვერდი აქამდეც წერდა იმ გრანდიოზული პროექტის შესახებ, რომელსაც საქართველოს საფეხბურთო არენებზე ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს - ქვეყნის უკვე რამდენიმე ქალაქის სტადიონზე კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური რულონური გაზონის დაგების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც აქამდეც მოგახსენეთ, კომპანია "Lawns of Georgia" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონეთა ძალისხმევითაა შექმნილი. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მის ხელში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებასა და შემდგომ განვითარებას...
სწორედ ამ მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში "Lawns of Georgia"-ს ამოქმედებული აქვს მეურნეობა, რომელიც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითაა დაკავებული.
კომპანიის მიერ წარმოებული საფარის მაღალი ხარისხისა და მისი პატრონაჟის ქვეშ არსებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაზონების შეძენა სწორედ კომპანია "Lawns of Georgia"-საგან გადაწყვიტა.
უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში სოფელ ჭალადიდში მიმდინარეობს ბალახის მოჭრისა და ახალ ლოკაციებამდე მისი ტრანსპორტირების პროცესი. ფოთის ცენტრალური სტადიონის მსგავსად, გაზონის დაგების პროცესი სადღეისოდ უკვე დასრულებულია ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე, სადაც ისევე, როგორც ფოთში, ამჟამად გაზონის ახალ ადგილზე ადაპტაციის რამდენიმეკვირიანი პროცესი მიმდინარეობს...
ფოთისა და სამტრედიის გარდა, კომპანია "Lawns of Georgia"-ს მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის მწვანე საფარის დაგების პროცესი დაწყებულია ქობულეთის "ჩელე-არენაზე" და თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე. ამ ორ არენაზე სამუშაოები სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო...
ბოლოს კი სიამოვნებით გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც ჩვენ ფოთიდან, სამტრედიიდან, ბოლნისიდან და ქობულეთიდან მოგვაწოდეს ...
ფოთის ცენტრალური სტადიონი |
|
|
|
ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონი |
|
|
|
თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონი |
|