Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.03.2018

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო - 24 მარტს ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო 27 მარტს ჩვენი ფეხბურთელები ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. ორივე ამ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებსს.

 

ტრადიციისამებრ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერნეტ-გვერდის მომხმარებლის ყურადღებას ამ ამბავზე იმის გამო ვაჩერებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, ეროვნული გუნდი ამ მატჩებისთვის თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენს ბაზაზე ემზადება...

 

გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშის მიმდინარეობაა ასახული...

 

 

გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური facebook-გვერდის ვიდეო- და ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018