მიმდინარე წლის 16-18 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები - საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა“ ბათუმის საფეხბურთო კლუბ “დინამოს“ მეორე გუნდს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
როგორც მოგეხსენებათ, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშება წელსაც გასული სეზონის მსგავსი სისტემით იმართება და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირების შედეგად ვლინდება. სხვადასხვა დივიზიონის გუნდებს შორის მატჩები კი უფრო დაბალი ლიგის წარმომადგენელთა საშინაო არენა მასპინძლობს...
ეროვნული თასის გათამაშების მეორე ეტაპზე საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ეროვნული ლიგა-3-ს წარმომადგენელ კლუბ "გარდაბანს" დაუპირისპირდება. პირველ ეტაპზე გარდაბნელები ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წარმომადგენელ "სართის" სტუმრად დაუპირისპირდნენ და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.
"ზესტაფონი"-"გარდაბანის" სათასო მატჩი მიმდინარე წლის 8 მაისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...