Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.03.2018

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის კენჭისყრა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპების კენჭისყრა - ეროვნული თასის პირველ ეტაპზე საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი“ ბათუმის “დინამოს“ მეორე გუნდს დაუპირისპირდება.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშება წელსაც გასული სეზონის მსგავსი სისტემით იმართება და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირების შედეგად ვლინდება. სხვადასხვა დივიზიონების წარმომადგენელი გუნდებს შორის მატჩები კი უფრო დაბალი ლიგის წარმომადგენელთა საშინაო არენა უმასპინძლებს...

 

თავდაპირველად წილისყრაში მონაწილეობა 64 გუნდს უნდა მიეღო, მაგრამ თერჯოლის "საპოვნელა" გათამაშებიდან მოიხსნა და საბოლოოდ, საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპების კენჭისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგა 2-ის ოთხმა, ლიგა 3-ის ოცმა და რეგიონული ლიგის 39 გუნდმა მიიღო...

 

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თასის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე რეგიონული ლიგის წარმომადგენელ ბათუმის "დინამო"-2-ს უმასპინძლებენ, ხოლო ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეგიონლიგელი "სართისა" და მესამე ლიგის ბინადარი "გარდაბნის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან...

 

რაც შეეხება სათასო ბატალიების გამართვის თარიღს, პირველი ეტაპის მატჩები 16, 17 და 18 აპრილს გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის შეხვედრები 8 და 9 მაისს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018