14.02.2017
"ზესტაფონი" რეგიონლიგაში იასპარეზებს
14 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომის წევრებმა 2018 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება დაამტკიცეს. ასევე კენჭი უყარეს კლუბების ლიცენზირების დებულებაში შესატან ცვლილებებს.
რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ წერილს საქართველოს რეგიონულ ლიგაში გამონაკლისის სახით დაშვების თაობაზე, აღმასკომმა საკითხს მხარი დაუჭირა და ამგვარად, 2018 წლიდან „ზესტაფონი“ ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდება...
|