Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.02.2018

 

 

 

 

 

 

 

 

რეგიონალური ლიგის კალენდარი

 

 

 

 

 

აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ (რეგიონალური ლიგის დასავლეთის "ა" და "ბ" ქვეჯგუფების საორგანიზაციო ამბებს, სფფ-სთან ერთად, სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონლიგის მონაწილე კლუბებს 2018 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაუგზავნა.

 

ტურნირის ჩატარების დამტკიცებული პროექტის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გუნდი რეგიონალური ლიგის გათამაშების პირველ ეტაპზე "" ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეობას მას ქუთაისის "ტორპედოს-2", ხონის "იმერეთი-2", ხარაგაულის "ჩხერიმელა", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", თერჯოლის "საპოვნელა", ბაღდათის "საირმე", მარტვილის "სალხინო" და ამბროლაურის "რაჭა" გაუწევენ...

 

აქვე გვინდა რეგიონალური ლიგის დებულების ტექსტიდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდი შემოგთავაზოთ: "რეგიონული ლიგის გათამაშება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე 40 გუნდი ორ წრედ (თითო მატჩი შინ და სტუმრად) ითამაშებს 4 ქვეჯგუფში, რომელშიც ტერიტორიული პრინციპითა და ასევე ბრმა წილისყრით გადანაწილდება... 


დასავლეთ საქართველოს 18 გუნდი გეოგრაფიული პრინციპით გადანაწილდება "ა" (9 გუნდი) და "ბ" (9 გუნდი) ქვეჯგუფებში, აღმოსავლეთ საქართველოს 22 გუნდი კი "გ" (11 გუნდი) და ,,დ" (11 გუნდი) ქვეჯგუფებში...


რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე "ა" და "ბ" ქვეჯგუფებში პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ახალ 8-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელწოდებით "დასავლეთის ზედა ჯგუფი", ხოლო მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ახალ 10-გუნდიან ჯგუფს პირობითი სახელწოდებით "დასავლეთის ქვედა ჯგუფი".

 

ჩემპიონატის მეორე ეტაპი ზედა და ქვედა ჯგუფებში გაიმართება ორ წრედ, გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ, შინ და სტუმრად შეხვდებიან. ზედა და ქვედა ჯგუფებში გუნდებს პირველი ეტაპიდან არ გადაჰყვებათ არც ქულები და არც ცხრილის სხვა რომელიმე მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით. დასავლეთის ზედა ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ აღზევდებიან 2019 წლის ლიგა 4-ში.

 

ზედა ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდი 2018 წლის ლიგა 3-ის გათამაშების მეთექვსმეტე ან მეთხუთმეტე ადგილზე გასულ გუნდთან (მეტოქე და პირველი მატჩის მასპინძლის ვინაობა გამოვლინდება წილისყრით) ორმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევს 2019 წლის ლიგა 4-ში მონაწილე გუნდის ვინაობას."

 

მაშ ასე, 2018 წლის სეზონი ზესტაფონელთათვის 7 მარტს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" თერჯოლას ესტუმრება, სადაც ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" დაუპირისპირდება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018