Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.06.2018

 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთ "ლელოს" პუბლიკაცია

 

 

 

 

 

სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ პროექტებში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელთა მიერ შექმნილი კომპანია "Lawns of Georgia"-ს ჩართულობას მიეძღვნა. ჩვენც ამ პუბლიკაციის ყველაზე საინტერესო ნაწილს გთავაზობთ:

 

"ფეხბურთის ფედერაციის პროექტის პირველი ნაწილი დასასრულს უახლოვდება. კომპანია Lawns of Georgia -ს მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური გაზონის დაგების პროცესი ფოთისა და სამტრედიას სტადიონებზე უკვე დასრულდა, ბოლნისსა და ქობულეთში კი ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება...

"ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაიას მიერ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დაფუძნებული კომპანია Lawns of Georgia -ს მეურნეობის პროდუქციამ გაამართლა, რადგან უმაღლესი ხარისხისაა, უცხოურთან შედარებით სამჯერ იაფია და "ზესტაფონის" კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციამ გაზონების შეძენა სწორედ ამ კომპანიისგან გადაწყვიტა.

 

ფოთის "ფაზისის" სტადიონის მსგავსად, გაზონის დაგება დასრულებულია სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სადაც, ისევე, როგორც ფოთში, ამჟამად გაზონის ახალ ადგილზე ადაპტაციის რამდენიმეკვირიანი პროცესი მიმდინარეობს.

 

ფოთისა და სამტრედიის გარდა, კომპანია Lawns of Georgia-ს მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის მწვანე საფარის დაგების პროცესი რამდენიმე დღის წინ დაიწყო ქობულეთის "ჩელე-არენაზე" და თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე"...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2018